ღორის სუკის პორკეტა, გოგრის შტრუდელი და სხვა კერძები საახალწლო სუფრისთვის - რა მოხდა „ნიკორას“ მასტერკლასზე
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება საახალწლო მენიუს საკითხი. ცხადია, საცივი და გოზინაყი უკონკურენტოა, მაგრამ ყველას გვინდა სუფრას სიახლე შევმატოთ, თანაც ისეთი, რომ ჩვენი საახალწლო კერძები მრავალფეროვანი და დაუვიწყარი იყოს. სწორედ ამ იდეით შეადგინეს მენიუ აჩო ზამბახიძემ და ქეთი პაპავამ სპეციალურად „ნიკორას“ კულინარიული მასტერკლასისთვის.მთავარი კერძიც, გარნირებიც და დესერტიც გამოგადგებათ როგორც სადღესასწაულო სუფრისთვის, ასევე უბრალოდ მეგობრული შეკრებებისთვის.
„ნიკორამ“ მასტერკლასის მონაწილეები კვლავ შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია და თავის სამზარეულოში უმასპინძლა, სადაც მონაწილეებს რამდენიმე კომპონენტიანი მენიუ დახვდათ:
- ღორის სუკის საახალწლო რულეტი;
- შაშხის თბილი სალათა;
- კარალიოკის ცხარე ჯემი;
- ადესის სოუსი;
- გოგრის შტრუდელი ნუშით და ამარეტოთი.
როგორც ქეთი პაპავამაღნიშნა, საახალწლო მენიუს შედგენისას სცადეს მონაწილეებისთვის ისეთი კერძები შეეთავაზებინათ, რომლებიც თან სადღესასწაულოა, თან ინგრედიენტების შეცვლა თითოეულ ადამიანს თავისი გემოვნებიდან გამომდინარე შეუძლია:
„მთავარ კერძს - პორკეტას - იტალიური ახალი წლის გემო აქვს, ქართულ ახალ წელსაც უხდება და, როგორც მივხვდი, მასტერკლასის მონაწილეებს ძალიან მოეწონათ. დანარჩენი კერძები კი განსაკუთრებით საინტერესოა იმ მხრივ, რომ რამდენიმე ტექნიკას მოიცავს, რომელთა გამოყენებითაც მონაწილეები არაერთი სხვადასხვანაირი კერძის მომზადებას შეძლებენ,“ - აღნიშნა ქეთიმ.
დესერტის გარდა, მენიუს ყველა კომპონენტი მთავარ კერძს მიემართებოდა და იმგვარად იყო შემოუშავებული, რომ მათი გამოყენება სხვა ხორცისა თუ ბოსტნეულის კერძებთანაც შეგიძლიათ.
მომზადების პარალელურად აჩიმ და ქეთიმ პრაქტიკული ხრიკების გარდა, ქართული კულინარიის შესახებ არაერთი საინტერესო ფაქტი გაგვიზიარეს, რომლებიც თავიანთი გასტრონომიული მოგზაურობების დროს შეაგროვეს. სხვათა შორის, მათი დიდი წვლილია იმაში, რომ აფხაზური და მეგრული აჯიკის მომზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. როგორც აჩიმ მოგვიყვა, აფხაზურ აჯიკას „აპირპილ აჯიკა“ ერქვა, რაც წიწაკიან მარილს ნიშნავს.
სანამ აჩი ამ ყველაფერს გვიყვებოდა, მანამდე ქეთი ღორის სუკისთვის შიგთავსს ამზადებდა. მანაც და აჩიმაც არაერთხელ აღნიშნეს, რომ ნებისმიერი კერძის მომზადებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ინგრედიენტების ხარისხს ენიჭება. ამიტომ ყურადღებით შეარჩიეს ყველა ინგრედიენტი, მათ შორის პორკეტასთვის ღორის სუკიც, რომელიც, ისევე როგორც სხვა სახეობის ნედლი ხორცი,„ნიკორა სუპერმარკეტის“ 15 ფილიალშია წარმოდგენილი. რაც მთავარია, „ნიკორას“ ნედლი ხორცი მაღაზიებში ყოველდღიურად ახლდება და ფასიც კონკურენტულია. სრულად დაცულია ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები, სწორედ ამიტომ არის იგი ყოველთვის ახალი, ჯანსაღი, ხარისხიანი და გემრიელი.
პორკეტას ძალიან მოუხდა როგორც ადესის სოუსი, ასევე კარალიოკის ჯემი. ამ უკანასკნელმა განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, ეს იყო ტკბილ-ცხარე გემოების საუკეთესო კომბინაცია. სუკის ნაზ ხორცს ასევე ძალიან მოუხდა შაშხისა და ბარდის თბილი სალათა. მის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ღორის შაშხი, ასევე „დაპრესილი“ ან მანდოლინა.აჯობებს გაყინული ბარდა დაუმატოთ. ხოლო თუ კონსერვისას გადაწყვეტთ, მაშინ შაშხთან ერთად ტაფაზე აღარ დაბრაწოთ.
„ნიკორას“ მასტერკლასის საახალწლო მენიუ დესერტმა დააგვირგვინა. მონაწილეებმა ჯერ გოგრა და ნუში დაჭრეს, ბოლოს კი საკუთარი პორციებიც თავად ააწყვეს. როგორც ქეთიმ გვირჩია, დესერტებისთვის ნებისმიერი გოგრა არ გამოდგება, საუკეთესოა მოგრძო ფორმის გოგრა. დარიჩინის სურნელი, გოგრის სიტკბო, ხრაშუნა ფილოს ცომი და თხილეული განსაკუთრებულად მოუხდა ზამთრის საღამოს. ეს ნამდვილად არის ის დესერტი, რომელიც დაამშვენებს ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრასა თუ მეგობრულ შეხვედრას.
მასტერკლასის მონაწილეებმა ერთად მომზადებული კერძები დააგემოვნეს კიდეც და რეცეპტებიც ჩაინიშნეს, რათა მომავალში სახლშიც შეძლონ მომზადება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მონაწილეს საკუთარი კულინარიული ბლოგიც აქვს და აპირებენ მასტერკლასზე ნასწავლი კერძები თავიანთ გამომწერებსაც გაუზიარონ.
ანი აბულაშვილი (ანის სამზარეულო):
„ნიკორას“ მასტერკლასმა საკმაოდ სასიამოვნოდ და გემრიელად ჩაიარა. ძალიან მომწონს ზოგადად ასეთი სახის მასტერკლასები, რადგან გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვნახოთ პროფესიონალი მზარეულებისმომზადების ტექნიკა. ისინი გვიზიარებენ თავიანთ ცოდნას,გამოცდილებას, რაც მაძლევს საშუალებას გავიღრმაო კულინარიული ცოდნა, შევიტყო ბევრი სიახლე და აღმოვაჩინო ახალი გემოები.ძალიან კარგი იქნება, თუკი „ნიკორას“ მსგავსად სხვა კვების კომპანიებიც დანერგავენ მსგავს კულინარიულ მასტერკლასებს.“
მარიკო მეტრეველი(maryummy_culinary):
„ძალიან ვისიამოვნე პროცესით. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. საინტერესო დეტალები და ისტორიები მოვისმინე კერძებთან დაკავშირებით. ძალიან კარგად შერჩეული მენიუ იყო,შტრუდელს აქამდეც ვამზადებდი ფილოს ცომით, მაგრამ გოგრის ვარიაცია ძალიან საინტერესო იყო. ღორის ხორცის რულეტს კი აუცილებლად მოვამზადებ საშობაოდ.“
ნინა ბერიძე(ნინას კულინარიუმი):
„ყველაზე მეტად გამიხარდა, რომ სამეფო კერძი ვისწავლეთ,რომლის მომზადებაც სულ მინდოდა. ყველაზე მთავარი ამ მასტერკლასში აჩოდა ქეთო არიან. მათი გადმოცემის უნარი არის უდავოდსაინტერესო, ბოლომდე იხარჯებიან და დეტალურად გიხსნიან ყველაფერს. გარდაიმისა, რომ კონკრეტული კერძის ირგვლივ ტრიალებენ, ბევრ სხვა დეტალს გიზიარებენ, რაც სამომავლოდ გამოგადგება, ანუ ინფორმაციულად დატვირთული იყო მასტერკლასი და დიდი მადლობა „ნიკორას“, რომ მასში მონაწილეობის საშუალება მოგვცა.“
მასტერკლასის დასასრულს მონაწილეებმა „ნიკორასგან“ სასაჩუქრე ჩანთები მიიღეს, ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
როგორც „ნიკორაში“ გვითხრეს, კულინარიულ მასტერკლასებს მომავალშიც გამართავენ, რათა კიდევ ბევრ ადამიანს მიეცეს მონაწილეობის მიღების საშუალება.