როგორ გავაქროთ სახლში უსიამოვნო სუნი, თუ სამზარეულო და მისაღები გაერთიანებული გაქვთ? - Gemrielia.ge

როგორ გავაქროთ სახლში უსიამოვნო სუნი, თუ სამზარეულო და მისაღები გაერთიანებული გაქვთ?

მძიმე, უსიამოვნო სუნმა შეიძლება ამაო გახადოს მთელი ის ძალისხმევა, რაც მყუდრო სახლისა და მისი ლამაზი ინტერიერის მოწყობაში ჩადეთ. ეს პრობლემა ხშირად დგება თანამედროვე ბინებში, სადაც სამზარეულო მისაღებ ოთახთან არის გაერთიანებული. თუკი სადილებს შინ ამზადებთ, თქვენთვის ნაცნობი იქნება მთელ სახლში გავრცელებული საჭმლის სუნი, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ტანსაცმელზე, ავეჯსა და ფარდებზეც კი დღეების განმავლობაში რჩება.

არასასიამოვნო სუნის გასაქრობად ყველაზე მარტივი და ტრადიციული მეთოდი ოთახის განიავებაა, მაგრამ თუკი სამზარეულოს ნაწილში ფანჯარა არ გაქვთ ან გარეთ ცივა და ქარია, ეს მეთოდი ეფექტურობას კარგავს. რაც შეეხება გამწოვს, მათი ეფექტურობა დამოკიდებულია ხარისხსა და სიმძლავრეზე, თუმცა უსიამოვნო სუნის პრობლემას 100%-ით მაინც ვერ აგვარებს.

უსიამოვნო სუნი სახლში, ერთი მხრივ, არაკომფორტულია, აფუჭებს განწყობას და უხერხულ მდგომარეობაში გვაყენებს სტუმრებთან. გაგიზიარებთ რამდენიმე მეთოდს, რომლებიც სახლში სასიამოვნო სუნის შექმნასა და შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

1. სახლის გენერალური დალაგება

სახლის გენერალური დალაგება დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნის შემცირებაში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თვალისთვის შეუმჩნეველ ადგილებს, მაგალითად, კარადების უკანა კედელს, სადაც ობის სოკო ჩნდება ხოლმე. ასევე ჩაუტარეთ ქიმიური წმენა რბილ ავეჯს, კვირაში ერთხელ გაწმინდეთ ხალიჩა და ა. შ. სისუფთავის შენარჩუნება სახლში უსიამოვნო სუნის პრევენციისთვის პირველი ნაბიჯია.

2. გაწმინდეთ სამზარეულოს ნიჟარა

samzareulo-1670926252.jpg

უსიამოვნო სუნის გავრცელების მიზეზი შეიძლება იყოს სამზარეულოს ნიჟარა და აბაზანის ტრაპის მილსადენი. პერიოდულად უნდა ჩაატაროთ გამწმენდი ღონისძიებები. შეგიძლიათ ჩაასხათ სპეციალური ქიმიური სითხე, ჩაყაროთ გრანულები და ასევე, შეგიძლიათ თავად დაამზადოთ ხსნარი, ბუნებრივი ინგრედიენტებით:

  • 100 გ საკვები სოდა
  • 1 ჭიქა თეთრი ღვინის ძმარი
  • 500 მლ წყალი

აადუღეთ წყალი, დაუმატეთ თეთრი ღვინის ძმარი და კარგად მოურიეთ. შემდეგ ჩაყარეთ სოდა ნიჟარის ან ტრაპის მილსადენში და დაუყოვნებლივ დაასხით ძმრიანი ცხელი წყალი. ხსნარი აშიშხინდება. დაელოდეთ დაახლოებით 30 წთ და გამდინარე წყლით კარგად ჩარეცხეთ.

3. შექმენით სასიამოვნო სურნელი

aromako1-1670926292.png

21-ე საუკუნეში უკვე აღარ არის საჭირო სასიამოვნო სუნის შესაქმნელად ხალხურ საშუალებებს მივმართოთ. არსებობს სპეციალური აპარატები, რომლებიც სახლში თქვენთვის სასურველ სურნელს ქმნის და ინარჩუნებს დიდი ხნის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ სწორედ ასეთ აპარატებს იყენებენ მაღაზიები, სპა-სალონები, კვების ობიექტები თუ სასტუმროები... სურნელი იმდენად სწორად შერჩეული და სასიამოვნოა, რომ მათთან დაბრუნების სურვილს გვიმძაფრებს, რადგან იმ ადგილას თავს მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობთ. ცხადია, ასეთი კომფორტის მოწყობა პირველ რიგში სწორედ საკუთარ სახლში გვსურს.

დღეისათვის სურნელოვანი აპარატების შეძენა მხოლოდ დიდი კომპანიების პრივილეგია აღარ არის. შეგვიძლია თავადაც გვქონდეს სასურველი სურნელი, რომელიც ერთგვარად ჩვენი სახლის სავიზიტო ბარათად იქცევა - იქნება სასიამოვნო და დასამახსოვრებელი. ამ სერვისს როგორც კომპანიებს, ასევე კერძო პირებს საქართველოში არომა მარკეტინგის ყველაზე დიდი კომპანია - „არომაკო“ სთავაზობს. „არომაკო“ ისრაელში დაფუძნებული ბრენდია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უკვე 36000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. სპეციალურ აპარატს სახლისთვის 4 სურნელი მოჰყვება, სმარტ სისტემის საშუალებით კი თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ სურნელის გავრცელების სასურველი სიხშირე და რეჟიმი.

„არომაკოს“ გუნდი დაგეხმარებათ შეარჩიოთ და სახლში შექმნათ თქვენთვის სასურველი სურნელი - იქნება ეს ფიჭვის, ციტრუსის, ვანილის თუ, თქვენ წარმოიდგინეთ, სისუფთავისაც კი. აღსანიშნავია, რომ „არომაკოს“ აპარატები არა მხოლოდ სასიამოვნო სურნელს ქმნის, არამედ ანადგურებს ტოქსიკური ობის სპორებს, ამცირებს ასთმის და ალერგიის გამომწვევ მიზეზებს, ხელს უშლის ინფექციების გავრცელებას და ამასთანავე ანტიალერგიულია.

aromako2-1670926346.png

4. დაალაგეთ მაცივარი

macivari-1670926367.jpg

მაცივარი ყოველთვის სუფთა უნდა იყოს. თუკი უსიამოვნო სუნი იგრძენით, ე. ი. მისი გაწმენდის დრო კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა. აქვე გასწავლით ერთ ხრიკს: როდესაც მაცივარს გაწმენდთ, დადგით თაროზე პატარა ლამბაქით საკვები სოდა. იგი ეფექტურად აქრობს უსიამოვნო სუნს. ასევე, შეგიძლიათ დადოთ შავი პურის ნაჭერი ან აქტივირებული ნახშირის ტაბლეტები. არასოდეს შედოთ საჭმელი უთავსახურო ჭურჭლით ხოლო ბოსტნეულისთვის გამოიყენეთ სპეციალური უჯრები და კონტეინერები.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და შეიქმენით სახლში სასიამოვნო სურნელი.