მიიღეთ ეს საშუალება და 1-2 დღეში ხველას დაივიწყებთ! - Gemrielia.ge

მიიღეთ ეს საშუალება და 1-2 დღეში ხველას დაივიწყებთ!

რა თქმა უნდა, გაციებით გამოწვეული უსიამოვნო და შემაწუხებელი სიმპტომები დისკომფორტს იწვევს ყველა ასაკში. ამ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ მოირჩინოთ ხველა 1-2 დღის განმავლობაში იმ ინგრედიენტები, რომლებიც ყველას გვაქვს სამზარეულოში.

მაშ ასე, უნდა მოამზადოთ ჩაი თაფლითა და შავი წიწაკით. ეს სასწაულმოქმედი სასმელი ხელს შეუწყობს გაღიზიანებული სასუნთქი გზების პრობლემის მოგვარებას და მოგაშორებთ ხველის უსიამოვნო შეგრძნებას.

xvela2-1670930353.jpg

შავი წიწაკის სასარგებლო თვისებები:

ყველა სახის წიწაკა სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. მაგრამ გაციების შემთხვევაში ექსპერტები გვირჩევენ შავი პილპილის გამოყენებას. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი. გარდა ამისა შავი წიწაკის გამოყენება ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას და საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისებას.

wiwaka-1670930384.jpg

თაფლის სასარგებლო თვისებები:

თაფლი შეუცვლელი ინგრედიენტია გაციების საწინააღმდეგო საშუალებების მოსამზადებლად. თაფლს სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებდნენ. მისი სარგებლიანობა მეცნიერულადაა დადასტურებული. მას აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. რაც ხელს უწყობს ბაქტერიული ინფექციების მკურნალობას. გარდა ამისა, თაფლს აქვს ანტისეპტიკური და ანტივირუსული ეფექტი. პროდუქტი ხსნის გაღიზიანებას ყელის არეში და ამცირებს ნახველის გამოყოფას. ის ასევე სასარგებლოა სხვა დაავადებების უსიამოვნო სიმპტომების წინააღმდეგ ბრძოლაში. გარდა ამისა, ჩაი თაფლით უბრალოდ გემრიელია!

tafli-1670930406.jpg

გთავაზობთ ჩაის მომზადების ინგრედიენტების ჩამონათვალსა და რეცეპტს

დაგჭირდებათ:

  • წყალი - 500 მლ
  • თაფლი - 15 გ
  • შავი წიწაკა - 1 ჩკ
  • ლიმონის წვენი - 2 სკ
  • ჯანჯაფილი - 1 ჩკ

მომზადების წესი:

1. აიღეთ პატარა ქვაბი და ჩაასხით წყალი. დუღილის პირას მისულ წყალს დაუმატეთ გახეხილი ჯანჯაფილი, დაფქული წიწაკა და ლიმონის წვენი.

2. სასმელი გადადგით ცეცხლიდან, დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 10 წუთით ოთახის ტემპერატურაზე.

3. სითხე გადაწურეთ საცერში, დაუმატეთ თაფლი და კარგად აურიეთ.

chai-saboloo-1670930450.jpg

მიღების წესები:

1. მომზადებული სასმელი გაყავით სამ ნაწილად.

2. პირველი ულუფა მიირთვით დილით უზმოზე.

3. მეორე და მესამე ულუფა გადაინაწილეთ და მიირთვით სადილისა და ვახშმის წინ.

4. მიიღეთ სასმელი ყოველდღე, სანამ ხველა არ გაქრება.

ეს სასმელი მხოლოდ ჯანსაღი კი არა, გემრიელიცაა. თაფლი აძლევს სიტკბოს, ჯანჯაფილი განუმეორებელ არომატს, ლიმონის წვენი და შავი პილპილი კი სძენს პიკანტურობას.

ინგრედიენტები შეგიძლიათ მოხარშოთ არა მხოლოდ მდუღარე წყალში, არამედ შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი ან მწვანე ჩაი თქვენი სურვილითა და გემოვნებით.