საქართველო ვაშლს ვერ ყიდის?! - ექსპორტზე მხოლოდ მინიმალური მოცულობა გავიდა
საქართველოდან ვაშლის ექსპორტი გასული წლების მაჩვენებელზე ბევრად ნაკლებია, მოსავალი კი ფაქტობრივად, რეკორდული.
როგორც EastFruit-ი წერს, თუ შარშან მოსავალი 90 ათას ტონას შეადგენდა, წელს ეს მაჩვენებელი 130 ათას ტონამდეა გაზრდილი. შესაბამისად, ქართულ ვაშლს ექსპორტი ნამდვილად სჭირდება. თუმცა, სამწუხაროდ, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე ადგილობრივ მწარმოებლებს სურთ.
კარგი ამბავი კი ის არის, რომ ექსპორტი თვიდან თვემდე მატულობს: სექტემბერში დაბალი ექსპორტი გასაკვირი არ არის, რადგან ეს თვე ადრეულ პერიოდად ითვლება. ოქტომბერში წინა თვეზე მაღალი ექსპორტი დაფიქსირდა და ეს ტენდენცია მომავალ თვესაც შენარჩუნდა - 2022 წლის ნიემბერში საქართველოდან 1,4 ათასი ტონა ვაშლი გავიდა, რაც 65%-ით მეტია წინა თვეზე. ქართული ვაშლის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია... გააგრძელეთ კითხვა