„დღეში 2 ლიტრი წყალიც მითია. სითხეების მიღება უნდა იყოს ადეკვატური...“ - არჩილ მარშანია გავრცელებული სამედიცინო მითების შესახებ - Gemrielia.ge

„დღეში 2 ლიტრი წყალიც მითია. სითხეების მიღება უნდა იყოს ადეკვატური...“ - არჩილ მარშანია გავრცელებული სამედიცინო მითების შესახებ

არ­ჩილ მარ­შა­ნია ექი­მი, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი და პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ინ­სტრუქ­ტო­რია, რო­მე­ლიც კლი­ნი­კურ პრაქ­ტი­კას სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დის. იგი აჟა­მად ბრი­ტა­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს და "რო­ტა­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის“ გამო, თვე­ო­ბით უწევს ქყ­ვეყ­ნი­დან წას­ვლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, კი­თხუ­ლობს ლექ­ცი­ებს და არის მიწ­ვე­უ­ლი სპი­კე­რი სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ში (UNICEF-ისა და გა­ე­როს სა­ქარ­თვე­ლოს ასო­ცი­ა­ცი­ის პრო­ექ­ტე­ბი, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია და სხვა).

სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი ექი­მი, ვის­თვი­საც პრო­ფე­სია დღის წეს­რი­გად იქცა, ცდი­ლობს რა­ღაც შეც­ვა­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და და­ამ­სხვრი­ოს სტე­რე­ო­ტი­პე­ბი. რო­გორც მე­უბ­ნე­ბა, ეს ხან­და­ხან კარ­გად გა­მოს­დის, ხან­და­ხან - ცუ­დად, მაგ­რამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სჯე­რა, რომ მი­ზანს მი­აღ­წევს. მარ­თა­ლია, "მარ­სის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბას ვერ შევ­ძლებ, მაგ­რამ მი­ვაღ­წევ მი­ზანს - მინ­და, სა­მე­დი­ცი­ნო მი­თე­ბი და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და­ვამ­სხვრიო და 2-3 წე­ლი­წად­ში ნა­ხავთ, თუ რო­გო­რი მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი დღეს“.

არ­ჩილ მარ­შა­ნია:

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­მე­დი­ცი­ნო მი­თე­ბის, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის კვლე­ვა. აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვა­ტა­რებთ მას­ტერ კლა­სებ­სა და დის­კუ­სი­ებს ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს ის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი ან რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბია, რომ­ლე­ბიც, სი­ნამ­დვი­ლე­ში, არა­ე­ფექ­ტუ­რია. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ვაქ­ცი­ნე­ბით და კვე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბის დროს გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, რომ გო­ნე­ბა­და­კარ­გულ პა­ცი­ენტს კრი­ჭა უნდა გა­უხ­სნა და ენა ამო­უ­წიო. ეს მი­თია, არ ხდე­ბა ენის გა­დაყ­ლაპ­ვა (ასეთ დროს ორი სხვა­დას­ხვა მარ­ტი­ვი მე­თო­დია - თა­ვის უკან გა­და­წე­ვა, ქვე­და ყბის, ნი­კა­პის წინ წა­მო­წე­ვა, რა დრო­საც ენა სცილ­დე­ბა ხორხს და აძ­ლევს სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბას). გულყრის დროს შა­ვის გა­და­ფა­რე­ბაც მი­თია და არ შე­დის პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბა­ში. ჩემი საყ­ვა­რე­ლი მი­თია კვე­ბით და­ნა­მა­ტებ­ზე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ე.წ. სა­ხალ­ხო მკურ­ნა­ლე­ბი (და არა მარ­ტო) იყე­ნე­ბენ. ისი­ნი "ორ­გა­ნიზ­მის შლა­კე­ბის­გან გაწ­მენ­დას“ ამ­ბო­ბენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი შლა­კე­ბი, რო­გორც ნივ­თი­ე­რე­ბა, მე­დი­ცი­ნა­ში არ არ­სე­ბობს, მო­გო­ნი­ლი სი­ტყვაა, თუმ­ცა­ღა, იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია, რომ ყვე­ლამ იცის, რომ "შლა­კე­ბის­გან გაწ­მენ­და“ ყო­ველ­თვის და­დე­ბით ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს ადა­მი­ან­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქტს რომ და­ა­წე­როთ - "წმენ­დს შლა­კე­ბის­გან“, ის უფრო კარ­გად გა­გე­ყი­დე­ბათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხრი­კია.

"დღე­ში 2 ლიტ­რი და მეტი წყა­ლიც“ მი­თია. სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბა უნდა იყოს ადეკ­ვა­ტუ­რი, ვი­ღა­ცის­თვის შე­იძ­ლე­ბა 1 ლიტ­რი იყოს სა­ჭი­რო, ვი­ღა­ცის­თვის - 2 და ვი­საც წყა­ლი ძა­ლი­ან უყ­ვარს - 5-იც. ადა­მი­ა­ნი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­თხეს იმ რა­ო­დე­ნო­ბით უნდა იღებ­დეს, რომ მო­სა­შარ­დად 2-4 სა­ათ­ში ერთხელ გა­დი­ო­დეს და შარ­დის ფერი ღია ჩა­ლის­ფე­რი იყოს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უამ­რა­ვი მითი და მათი წარ­მო­შო­ბის მრა­ვა­ლი მი­ზე­ზია - გა­ნათ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი, ე.წ. თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა (შარ­ლა­ტა­ნე­ბის), ექი­მე­ბის ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სი სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­მართ, მი­თე­ბი ვაქ­ცი­ნე­ბის მი­მართ - მა­გა­ლი­თად, რო­გორც კი და­ი­წყო კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა, ამას მოჰ­ყვა ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის მოძ­რა­ო­ბა. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც გულ­წრფე­ლად სჯე­რათ, რომ ეს არის ცუდი. ასე­ვე, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვე­ბის ემო­ცი­ებ­ზე თა­მა­შო­ბენ და ამი­თაც ფი­ნან­სურ სარ­გე­ბელს იღე­ბენ და ა.შ.

წაიკითხეთ სრულად