რამდენი კალორია აქვს საახალწლო სუფრას - ჩაინიშნეთ ეს სია! - Gemrielia.ge

რამდენი კალორია აქვს საახალწლო სუფრას - ჩაინიშნეთ ეს სია!

მრავალ წეს-ჩვეულებებთან ერთად ქართულ ტრადიციულ საახალწლო სუფრას განსაკუთრებულ ადგილი უკავია ყველა კუთხის წარმომადგენლის ოჯახში. მოგეხსენებათ, მისი აღნიშვნა კვირების განმავლობაში გრძელდება, როგორც ოჯახურ ასევე მეგობრების წრეში.ხშირ შემთხვევაში უარს ვერ ვამბობთ საყვარელი კერძების მირთმევის სიამოვნებაზე, რომელიც მოგეხსენებათ სავსეა მაღალკალორიული პროდუქტებით: ტკბილეულით, ცომეულით, ნიგვზიანი და ცხიმიანი საკვებით. შესაბამისად მათი გადაჭარბებული მიღება ჩვენს წონის მატებაზეც მკაფიოდ აისახება.

გთავაზობთ საახალწლო მენიუს მცირე ჩამონათვალს და მათ კალორიას 100 გრამ პროდუქტზე, რომელიც დაგეხმარებათ, დააბალანსოთ და თავიდან აიცილოთ ზედმეტი კილოგრამები.

სალათები და ცივი კერძები:

  • ქათმის -200
  • ოლივიე- 175
  • ვინეგრეტი-100
  • შუბა-150
  • კრაბის-217
  • საცივი-160
  • ბაჟე-150
  • ისპანახი ნიგვზით-81
  • სოკო ნიგვზით-81
  • ბადრიჯანი ნიგვზით-120
  • ხმელი ლობიო ნიგვზით -130

ცხელი კერძები:

  • ჩაქაფული-130
  • ქაბაბი ძროხის-200
  • ქაბაბი ღორის-332
  • კუპატი ძროხის-220
  • კუპატი ღორის-332

ცომეული:

  • ხაჭაპური იმერული-335
  • ხაჭაპური ფენოვანი-350
  • პიცა 1 ნაჭერი-300
  • ყველიანი ვარენიკები -274

ზღვის პროდუქტები:

  • ხიზილალა წითელი-251
  • ხიზილალა შავი-203
  • ორაგული -145
  • სკუმბრია -156
  • კალმახი-138

შემწვარი ხორცი:

  • ქათამი-210
  • ინდაური-165
  • ძროხა-384
  • მწვადი ძროხის-200
  • მწვადი ღორის-324
  • ცხვარი-320

ტკბილეული:

  • გოზინაყი-650
  • ტორტი-450
  • კექსი-353
  • ხილის ნამცხვრები-324
  • ფახლავა-571
  • ნაპოლეონი-413
  • ორცხობილები-450
  • შოკოლადები-500
  • მარმელადი-296
  • ზეფირი-299
  • ვაფლი შიგთავსით-421
  • მაფინები კლასიკური-370
  • ჩურჩხელა-231
  • ტყლაპი-305

ხილი:

  • ბანანი-89
  • ვაშლი-47
  • კივი-48

სასმელები:

  • გაზიანი სასმელები-42
  • წვენები-50
  • ღვინო-85
  • არაყი, რომი ,ვისკი, ჯინი-231
  • კონიაკი-250
  • ლუდი-43