მზა კერძები, რომლებიც საახალწლო სუფრიდან გვრჩება - 6 მარტივი ხრიკი, თუ როგორ და რამდენი ხნით შევინახოთ - Gemrielia.ge

მზა კერძები, რომლებიც საახალწლო სუფრიდან გვრჩება - 6 მარტივი ხრიკი, თუ როგორ და რამდენი ხნით შევინახოთ

საკვებს მხოლოდ გარეგნულად თუ სუნით ვერ შევაფასებთ, რადგან მასზე არსებული მიკრობების დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. მაშინაც კი, თუ თქვენი კერძი იდეალურად გამოიყურება, ნუ შეცდებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი მირთმევა ჩვენი ორგანიზმისთვის უსაფრთხო იქნება.

მზა საკვების თითოეულ სახეობას აქვს თავისი ვარგისიანობის და მაცივარში შენახვის ვადა. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი პროდუქტებია მასში გამოყენებული და როგორი ტექნიკით არის დამუშავებული.

ამ სტატიაში გაგიზიარებთ 6 მარტივ ხრიკს, თუ როგორ შევინახოთ საახალწლო სუფრიდან მორჩენილი კერძები უსაფრთხო პირობებში.

262149603-651175345910466-1544574384483125784-n-1671435834.jpg

1. არ დატოვოთ საკვები ოთახის ტემპერატურაზე 2 საათზე დიდხანს

ალბათ ბევრი თქვენგანი ელოდება მაგიდაზე მორჩენილი ცხელი კერძის გაციებას მაცივარში მოთავსებამდე, მაგრამ ფაქტია რომ ამ პროცესით ვზრდით მისი მალე გაფუჭების რისკს, რადგან, მოგეხსენებათ, თბილ ჰაერში მიკრობების გამრავლების შანსი ბევრად მეტია.

2. მოათავსეთ საკვები პატარა ჰერმეტულ კონტეინერში

ახალმომზადებული კერძის სწრაფი გაციების პროცესის დასაჩქარებლად შესანიშნავი საშუალებაა საკვები გადაიტანოთ პატარა კონტეინერში, თავდაპირველად შეგიძლიათ რამდენიმე წუთით დატოვოთ თავსახურის გარეშე, მაგრამ შემდგომ აუცილებელია მისი ჰაერგაუმტარი სახურავით დახურვა და მაცივარში მოთავსება. ეს ყოველივე დაგეხმარებათ მისი გემოვნური თვისებების შენარჩუნებაში.

3. თავი აარიდეთ საკვების ჯვარედინი გზით დაბინძურებას

გაითვალისწინეთ, არ მოათავსოთ ორი ან მეტი სახის პროდუქტი ერთ კონტეინერში. ასევე თითოეული კერძის მოსარევად გამოიყენეთ სხვადასხვა (აუცილებლად სუფთა) კოვზი - ეს შეამცირებს მათი დაბინძურებისა და მალე გაფუჭების რისკს.

4. შეამოწმეთ მაცივრის ტემპერატურა

ექსპერტები თვლიან, რომ მაცივრის იდეალური ტემპერატურა +4 დან +7 გრადუს ცელსიუსამდეა. შეამოწმეთ თქვენი მაცივრის ტემპერატურა, სანამ მასში ბევრი კერძის მოთავსებას გადაწყვეტთ.

5. მიაკარით ეტიკეტი

დიდხანს ფიქრი რომ არ მოგიწიოთ, თუ როდის მოამზადეთ ესა თუ ის კერძი, გირჩევთ მიაკრათ ეტიკეტი, რომელზეც ასახავთ დამზადების თარიღს.

6. საკვები გაათბეთ 75 გრადუსამდე

საკვების სწორი ტექნიკით გათბობა თავიდან აგაცილებთ მათში ბაქტერიების გავრცელების რისკს. ექსპერტების თქმით, თუ საკვებში უკვე არსებობს გარკვეული რაოდენობის ბაქტერიები, გარკვეულ ტემპერატურაზე გაცხელება მათ გაანადგურებს.

ქვემოთ მოცემულია პროდუქტების დასახელებები და მათი მაცივარში შენახვის ვადა:

4-1671435770.jpg

  • ხორციანი კერძები - 48 საათი
  • შემწვარი თევზი - 48 საათი
  • ტორტი და ნამცხვრები - 12-24 საათი
  • ღვეზელი - 24 საათი
  • კარტოფილიანი კერძები - 24 საათი
  • მაიონეზითა და არაჟნით მომზადებული სალათები - 12 საათი
  • ხორციანი სალათა - 6 საათი
  • ბოსტნეულის კერძები - 24 საათი
  • წვნიანი - 24 საათი