გურმანია რითეილის პირველი სუპერმარკეტი „გურმანია“ ორთაჭალაში გაიხსნა - Gemrielia.ge

გურმანია რითეილის პირველი სუპერმარკეტი „გურმანია“ ორთაჭალაში გაიხსნა

თბილისში გურმანია რითეილის პირველი სუპერმარკეტი „გურმანია“ გაიხსნა. სავაჭრო სივრცე ორთაჭალაში, დიდი ხეივნის ქუჩის 2 ნომერშია განთავსებული.

„გურმანია“ გთავაზობთ მომხმარებლის განწყობაზე მორგებულ სერვისს და განსხვავებული პროდუქციის ასორტიმენტს ხარისხის მაქსიმალური კონტროლით.

სუპერმარკეტში დაგხვდებათ კომფორტული ინფრასტრუქტურა და პრემიუმ სივრცე, სადაც წარმოდგენილია როგორც იმპორტული, ასევე, ადგილობრივი ფერმერებისა და მცირე მეწარმეების ექსკლუზიური პროდუქცია.

gurme2-1671517495.jpg

მათ შორის, „ფრუტ ლოჯისტიკის“ მიერ „გურმანიას“ ბრენდით წარმოებული ჯემების, მურაბების, კომპოტების და საწებლების ფართო ასორტიმენტი, "აუგუსტის" წვენები და ჯემები, სამხრეთ აფრიკული ღვინოების მრავალსახეობა, ქართული ღვინის პრემიუმ ხაზი წინანდლიდან.

ასევე, საოჯახო და მცირე მარნების ღვინოები, ალკოჰოლური სასმელები "ბენჟი", "ეფემერა", ქართული წარმოების ჯინი, „ნეითივ რაჭას“ ხორც-პროდუქტები, თაფლი „ალპიდა“, „კერკის“ ჩირეული, „ცივის ყველის“ განსაკუთრებული ასორტიმენტი, „პიკანტოს“ ნახევრდამუშავებული ინდაურის პროდუქცია, „სნექის“ არაქისის კარაქი, “სპაისელას” საწებელი, “ბუეთის” და “ჩაისმთის” ქართული ჩაი და სხვა.

gurme3-1671517510.jpg

პრემიუმ სივრცის კაფეში კი მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს მრავალფეროვანი კერძები, ტკბილეული, ასევე, უგემრიელესი ტონიო ლამბორგინის ყავა და „მანნას“ სურნელოვანი ჩაი. სუპერმარკეტი მომხმარებელს 08:00 საათიადნ 22:00 საათამდე მოემსახურება.

„გურმანია“ ადგილობრივი ინვესტიციითა და Gazelle Finance-ს ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. გურმანია რითეილი თბილისის მასშტაბით კიდევ 10 სუპერმარკეტის გახსნას და ქსელურ მომსახურებას გეგმავს.

R