ჯადოსნური ახალი წელი და უამრავი საჩუქარი „სლობოდასგან“ - Gemrielia.ge

ჯადოსნური ახალი წელი და უამრავი საჩუქარი „სლობოდასგან“

თქვენი აზრით, თოვლის ბაბუის არსებობის როდემდე სჯერათ ბავშვებს? უმეტესობას, ალბათ 5–6 წლამდე. წლების გადის და ვხვდებით, რომ თოვლის ბაბუა ახალი წლის მთავარი მაგიაა, რომლის ნამდვილობისაც აღარ გვჯერა, მაგრამ ის ჩვენს ცხოვრებაში მაინც არსებობს. ადამიანები ერთმანეთისთვის ვიქცევით თოვლის ბაბუებად, ვუკეთებთ საჩუქრებსა და სიურპირზებს, ვზრუნავთ ერთმანეთის ჯადოსნურ განწყობაზე და ვცდილობთ მცირე დეტალებითაც კი ერთმანეთს სიხარული და ბედნიერება მივანიჭოთ. ამისთვის თამაში „საიდუმლო სანტაც“ მოვიფიქრეთ. მისი საშუალებით ნაცნობებსა თუ უცნობებს სიურპრიზებს ვუკეთებთ, საჩუქრებს ვუგზავნით და ერთმანეთს ვარწმუნებთ, რომ თოვლის ბაბუის გარეშეც შეგვიძლია ჯადოსნური ახალი წლის მოწყობა.

განწყობის შესაქმნელად კომპანიებიც ხშირად სთავაზობენ მომხმარებლებს გათამაშებებსა და საჩუქრებს. ისინიც გარკვეულწილად თოვლის ბაბუის როლს ირგებენ და ცდილობენ, ფართო საზოგადოებაში მხიარული საახალწლო განწყობა შექმნან. ამ ტიპის კონკურსები ადამიანებსაც ძალიან უყვართ და მასში ხშირად ისინიც კი მონაწილეობენ, ვინც სხვა ტიპის გათამაშებებზე ყოველთვის უარს ამბობენ.

კომპანიების მიერ ორგანიზებული საახალწლო გათამაშებები დაიწყო საქართველოშც. მათ შორის უკვე აქტიურია „სლობოდას“ ტრადიციად ქცეული საახალწლო კონკურსიც. თუმცა წელს „სლობოდას“ კონკურსს განსხვავებული სახე აქვს. ახალ წლამდე რამდენიმე კონკურსი ჩატარდება. კონკურსის პირობების შესახებ ინფლუენსერები დადებენ ინფორმაციას საკუთარ Facebook გვერდებზე. ყველა კონკურსის მთავარი პირობა იქნება ის, რომ უნდა მომზადდეს კერძი „სლობოდას“ პროდუქტებით, ძირითადად, მაიონეზით. თუმცა ინფლუენსერები კონკურსებს საკუთარ ორიგინალურ პირობებსაც დაამატებენ. პოსტის ქვეშ კი მომხმარებლებმა კერძის ფოტო ან ვიდეო უნდა დადონ.

„სლობოდა“ ცდილობს, მაქსიმალურად ბევრი მომხმარებელი გაახაროს და გაანებივროს. სწორედ ამიტომ თითოეულ კონკურსს 3–3 გამარჯვებული ეყოლება. პირველ ადგილზე გავა მომხმარებელი, რომლის ფოტოს ან ვიდეოსაც ყველაზე მეტი მოწონება ექნება. მეორე ადგილზე გასულს ინფლუენსერი შეარჩევს. მესამე გამარჯვებულს კი თავად „სლობოდა“ გამოავლენს. ყველა გამარჯვებული საჩუქრად „ვილმაქს ჰოუმის“ სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს.

„ვილმაქს ჰოუმი“ წარმოადგენს ჭურჭლისა და სამზარეულო აქსესუარების მულტიბრენდულ სივრცეს, სადაც წარმოდგენილია ბრიტანული, ჰოლანდიური და თურქული წარმოების პროდუქცია. კომპანია მუდმივად ზრუნავს თავის ერთგულ მომხმარებელზე და მათ მოთხოვნაზე მორგებულ ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

ყურადღებით იყავით და არ გამოგრჩეთ „სლობოდას“ გათამაშება.

R