როგორ ავარჩიოთ თევზისა და ხორცის შებოლილი პროდუქტები - Gemrielia.ge

როგორ ავარჩიოთ თევზისა და ხორცის შებოლილი პროდუქტები

ხორცისა და თევზის დამარილება-შებოლვა ამ პროდუქტების შენახვის გავრცელებული მეთოდია.ამავე დროს, შებოლილი ხორცი ან შებოლილ-დამარილებული ლორი ან თევზი გემრიელი დელიკატესიც არის.

როგორ მზადდება შებოლილი პროდუქტები? დამუშავების ტექნოლოგიის მიხედვით შებოლილ-დამარილებული პროდუქტები რამდენიმე ტიპად იყოფა. იმისთვის, რომ ხარისხიანი პროდუქტი ავირჩიოთ, საჭიროა, ამ ტექნოლოგიებში გავერკვეთ. პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ: შებოლილი ხორცი კარგად ინახება იმის გამო, რომ:

იგი გაჟღენთილია ბაქტერიებისთვის მომწამვლელი (ბაქტერიოციდური) ნივთიერებებით, რომლებსაც მხრჩოლავი ხე გამოყოფს. თუმცა ეს ნივთიერებები ადამიანისთვისაც მავნეა, ზოგიერთ მათგანს კი კანცეროგენული თვისებებიც აქვს, ამიტომ დიდი ოდენობით შებოლილი პროდუქტების ჭამა რეკომენდებული არ არის.

შებოლვამდე ხდება ლორის/თევზის დამარილება (მარილში გამოყვანა), რაც აგრეთვე არახელსაყრელ პირობებს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის.

როგორც დამარილების, ასევე შებოლვის პროცესს თან სდევს პროდუქტის ნაწილობრივი გამოშრობა, რაც თავისთავად ანელებს ბაქტერიების ცხოველქმედებას. ასე რომ, რაც უფრო მარილიანი, გამომშრალი ან შებოლილია პროდუქტი, მით მეტად არის მასში დათრგუნული ბაქტერიების გამრავლება და, შესაბამისად, მეტხანსაც ინახება, თუმცა ყველა ამ მეთოდის კომბინირების შედეგადაც კი პროდუქტის შენახვის მაქსიმალური ვადა (სიგრილეში) 2-3 თვეს არ აღემატება... გააგრძელეთ კითხვა