იდეალური საცივის მომზადების 5 საიდუმლო - Gemrielia.ge

იდეალური საცივის მომზადების 5 საიდუმლო

ყველა ქვეყანას საკუთარი საახალწლო ტრადიციები აქვს, რომელთა უმეტესობა საუკუნეებს ითვლის. ზუსტი ასაკის დადგენა რთულია, თუმცა ჩვენთვის ასეთი ქართული კერძი საცივია, რომელიც ითვლება, რომ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს.

სანამ ხალხი იმაზე ბჭობს, უნდა ადუღდეს თუ არა საცივი, ჩვენ მისი მომზადების 5 საიდუმლოს გაგიზიარებთ.

1. ინდაური

indauri-1671711091.jpg

საუკეთესო საცივის მოსამზადებლად გირჩევთ გამოიყენოთ ოჯახში, ნატურალურ პროდუქტებზე გაზრდილი ინდაური ან ქათამი.აუცილებელია მოხარშოთ ნახევრად და მისი საკვებ კონსისტენციამდე მიყვანა დაასრულოთ ღუმელში.მაშ ასე, აიღეთ დიდი ქვაბი, მოათავსეთ ქათამი და გაავსეთ წყლით ისე, რომ სრულად დაიფაროს. შემდეგ დაუმატეთ 2 დაფნის ფოთოლი და 1 თავი ხახვი.

ქვაბი დადგით საშუალო ტემპერატურაზე, ადევნეთ თვალი და როგორც კი ნახევრად მოიხარშება, გადადგით გაზქურიდან. არავითარ შემთხვევაში არ გადაასხათ ქათმის ნახარში, რადგან სწორედ მასშია უნიკალური საცივის მიღების ჯადოსნობა.

შემდეგ გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, მოაყარეთ მარილი და გამოაცხვეთ 160 გრადუსზე დაახლოებით 30 წთ-ის განმავლობაში.

2. ნიგოზი

nigozi.jpg

ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი ინგრედიენტი გახლავთ ნიგოზი, ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი სწორი ტექნიკით დამუშავება. ნიგოზი დააქუცმაცეთ ხორცსაკეპ მანქანაში და არა ბლენდერში, შედეგად იგი გამოყოფს ცხიმს, რაც იდეალურ გემოვნურ თვისებებს მიანიჭებს თქვენს კერძს.

3. ზეთი თავზე მოსასხმელად

sacivi_Y6eg4F5.jpg

ჯამში ჩაყარეთ 4 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 1 ჩკ იმერული შაფრანი, 1/2 ჩკ ცხარე წიწაკა, 1 ჩკ მარილი და ერთიანი მასის მიღებამდე კარგად მოურიეთ.

მიღებულ მასას დაუმატეთ გატარებული ნიგვზის 1/2 და დაჭყლიტეთ ხელით 3-4- წუთის განმავლობაში. შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ 1 სკ თბილი წყალი და განაგრძეთ მორევა დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში წითელი, ზეთოვანი სითხის გამოყოფამდე.

მიღებული ზეთი დაგჭირდებათ საცივზე ბოლო შტრიხების დასამატებლად.

ნიგვზისგან ზეთის მიღების ყველაზე სწრაფი მეთოდი ნახეთ აქ

4. ხახვი

xaxvi.jpg

აიღეთ 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი და დაყარეთ უკვე გაცხელებულ ტაფაზე. დაუმატეთ 4-5 სუფრის კოვზი ქათმის ნახარშის წვენი, რათა კარგად მოიშუშოს.

5. ბაჟეს სოუსი

baje_bdd5b.jpg

ბლენდერში მოათავსეთ დარჩენილი 250 გ ნიგოზი, დაუმატეთ 2 ჩკ იმერული შაფრანი 3 ჩკ უცხო სუნელი, 2 ჩკ დაფქული ქინძი, 1/2 ჩკ წითელი წიწაკა, 1 ჩკ პაპრიკა და 1/3 ჩკ დარიჩინი და მიხაკი, რომლებიც განსხვავებულ არომატს შესძენს თქვენს კერძს. შემდეგ დაუმატეთ ცოტაოდენი ქათმის ნახარშის წვენი და კარგად დააბლენდერეთ. დაბლენდერებული მასა გადაიტანეთ ქვაბში.

ბლენდერში მოათავსეთ ზეთის მიღებისთვის გამოყენებული ნიგოზი (რომელიც უკვე შესუნელებულია) და კარგად დააბლენდერეთ ნახარშთან ერთად როგორც წინა შემთხვევაში. მიღებული მასაც გადაიტანეთ ქვაბში და დაუმატეთ ძმარი და ქათმის ნახარშის წვენი თქვენთვის სასურველი კონსისტენციის მიღებამდე.

დაჭერით ქათამი პატარა ნაჭრებად და ჩაადეთ ბაჟეს სოუსში. შედეგად თქვენი იდეალური საცივიც მზადაა!

გემრიელად მიირთვით!