„ასე გამოდის კრაწუნა, არაა წებოვანი და ძალიან გემრიელია“ - გოზინაყი ირინა სარიშვილის რეცეპტით - Gemrielia.ge

„ასე გამოდის კრაწუნა, არაა წებოვანი და ძალიან გემრიელია“ - გოზინაყი ირინა სარიშვილის რეცეპტით

ირინა სარიშვილს, როგორც პოლიტიკოსს, ბევრი იცნობს, მაგრამ პირადად „გემრიელიას“ რედაქციას ჩვენს პოსტებზე ენაკვიმატი კომენტარებით დაგვამახსოვრა თავი. ძალიან გვიხარია, რომ ქალბატონი ირინა ჩვენი ერთგული მკითხველია და ასევე გვიხარია, რომ ჩვენს ერთ-ერთ პოსტზე გოზინაყის რეცეპტიც დაგვიტოვა, რომელსაც თქვენც გიზიარებთ.

„სამივეჯერ ვადუღებ და მესამე ადუღებაზე ვამატებ 2–3 კოვზ შაქარს და ქაფი რომ ზემოთ ამოიწევს, ვყრი ხელით დამტვრეულ, წინასწარ მოხალულ ნიგოზს და ვურევ. ადუღების დროს თაფლი კარგავს თავის სამკურნალო თვისებებს და ამიტომ ამბობენ, რომ არ შეიძლება. გოზინაყი კი ნუგბარია და არა წამალი.

პროპორციები: 1 კგ ნიგოზზე 150 გრ თაფლი - ასე გამოდის კრაწუნა, არაა წებოვანი და ძალიან გემრიელია, თუ დამიჯერებთ,“ - წერს ირინა სარიშვილი.