ყველაზე სწრაფი კერძების იდეები საახალწლო სუფრისთვის მათთვის, ვინც არ აპირებს სამზარეულოში ბევრი დრო გაატაროს - Gemrielia.ge

ყველაზე სწრაფი კერძების იდეები საახალწლო სუფრისთვის მათთვის, ვინც არ აპირებს სამზარეულოში ბევრი დრო გაატაროს

საახალწლო სუფრისთვის სამზადისი ბევრისთვის სასიამოვნო, ბევრისთვის კი ძალიან დამღლელია. მენიუს შედგენა კვირეებით ადრე იწყება. ბევრს ვერ წარმოუდგენია ახალი წელი საცივისა და „ოლივიეს“ გარეშე, ამიტომ ტრადიციულ სუფრის წესებს იშვიათად ცვლიან, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ყოველი ახალი წლის დადგომას - ახალი, ზოგჯერ უჩვეულო კერძებით ეგებებიან და არც ექსპერიმენტებისგან იკავებენ თავს. ზოგს კი უბრალოდ არ აქვს ბევრი დრო, საათობით სამზარეულოში იტრიალოს რთული კერძების მოსამზადებლად. ეს სტატიაც მათთვისაა!

თუ არ გსურთ 31 დეკემბერს დილიდან სამზარეულოში იტრიალოთ, რაიმე ახალი მარტივად და სწრაფად მოამზადოთ, გაეცანით რეცეპტებს, რომლებიც „ნიკორამ“ სპეციალურად თქვენთვის შეაგროვა.

შაშხის საახალწლო ხვეულები ყველით, კვერცხითა და სტაფილოთი

shashxi-1672041809.jpg

შაშხი ის ინგრედიენტია, რომელიც საშობაო და საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს. სცადეთ მინი-რულეტები, რომლებსაც სულ რამდენიმე წუთში მოამზადებთ.

შემადგენლობა:

  • შაშხი „მანდოლინა“ 200 გ
  • რბილი ყველი 90 გ
  • 2 კვერცხი
  • 1ც სტაფილო
  • 1-2 სკ მაიონეზი ან არაჟანი
  • პილპილი გემოვნებით
  • მწვანილი თქვენი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. მაგრად მოხარშეთ კვერცხები, გააცივეთ და გაფცქვენით.

2. კვერცხი და ცივი ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე ან დაჭერით კუბიკებად.

3. სტაფილო წვრილად დაჭერით. ყველა ამ ინგრედიენტს დაუმატეთ მაიონეზი და წიწაკა და აურიეთ. შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტაოდენი დაჭრილი მწვანილიც.

4. შაშხი დაჭერით ძალიან თხელ ნაჭრებად. შეგიძლიათ შეიძინოთ დაჭრილი სახით ან დააჭრევინოთ „ნიკორას“ სუპერმარკეტში.

5. შაშხის თითოეულ ნაჭერზე მოათავსეთ მცირე რაოდენობით შიგთავსი და გადაახვიეთ. დაამაგრეთ ხის ჩხირებით და სურვილისამებრ მორთეთ მწვანილით.

შებოლილი კანჭი გარნირით

kanchi-1672041892.png

კანჭის მენიუს აწყობა უმარტივესია. მას ძალიან უხდება ლუდი ან ღვინო.

ინგრედიენტები:

მომზადების წესი:

1. „ნიკორას“ ღორის შებოლილი კანჭი 15 წუთით შედგით გახურებულ ღუმელში, სანამ კანი კარგად არ დაიბრაწება.

2. კარტოფილი კარგად გარეცხეთ, დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად, ამოავლეთ მექსიკურ სანელებლებში და შეწვით.

3. რამდენიმე სოსისი შეწვით თქვენი სურვილის მიხედვით.

4. ხის დაფაზე მოათავსეთ კანჭი, გარშემო მოუწყვეთ შუაზე გაჭრილი სოსისები, შემწვარი კარტოფილი, მწნილი, სოუსები პატარა ფიალებით და მიიტანეთ სუფრაზე.

შაშხის და ძეხვეულის დაფა

ყველაზე მარტივი, სწრაფი და გემრიელი წასახემსებელი იდეალურად უხდება ღვინოს და საახალწლო მაგიდას. ძეხვეულის დაფაში შეიძლება შედიოდეს ძეხვებისა და შაშხების მრავალფეროვანი სახეობა. მთავარია ლამაზი და გემრიელი კომბინაცია შექმნათ.

„ნიკორა“ გვიზიარებს ხორცპროდუქტების დაფის რამდენიმე ვარიანტს, რომლებიც დაამშვენებს როგორც ნებისმიერ დღესასწაულს, ასევე უბრალოდ მეგობრულ თუ რომანტიკულ შეხვედრას.

xorcis-dafa1-1672042117.jpg

მაგალითად, კლასიკური ვარიანტისთვის იდეალურია „კაიზერის“ ხაზის პრემიუმ ხარისხის ძეხვეული: ძეხვი სალიამი, „ბრაუნშვაიგური“, „სალიამი პიკანტური“, ბასთურმა და პროშუტო. მათთან კომბინაციაში გამოიყენეთ ყველი „გაუდა“ ან „ედამი“. ასევე, საინტერესო გემოს გასამდიდრებლად დაამატეთ თხილი, ნუში და ზეთისხილი. სიხრაშუნისთვის გამოიყენეთ მარილიანი კრეკერები.

xorcis-dafa2-1672042142.jpg

მინიმალისტური ვარიანტისთვის ძეგიძლიათ აიღოთ ერთი სახეობის ძეხვი, „ბრაუნშვაიგური“ ან „სალიამი პიკანტური“, ყველი „გაუდა“, ზეთისხილი და ჩერი პომიდორი.

xorcis-dafa3-1672042172.jpg

მათთვის, ვისაც ძეხვეულს შაშხი ურჩევნია, გემრიელი კომბინაცია იქნება „სუჯუხი“, „პროშუტო“, ღორის შაშხი, ყველი, ნუში და კრეკერის მიქსი.

თქვენი სურვილისამებრ, დაფას ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტების გარდა შეგიძლიათ დაუმატოთ:

  • მდოგვი (ჩვეულებრივი ცხარე და ტკბილი მდოგვი)
  • მჟავე კიტრი
  • ცხარე და მოტკბო სოუსები (კეტჩუპი, ტკბილ-ცხარე სოუსი)
  • თაფლი
  • ყურძენი და სხვ.

სერვირების წესები:

1. ხორცპროდუქტები ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, რომ ყველა არომატი გაიხსნას. გამოიღეთ მაცივრიდან 40-50 წუთით ადრე.

2. ხორცის დაფას მოუხდება როგორც ღვინო, ისევე ლუდი.

კანაპე

ბოლოს კი გიტოვებთ ძალიან მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი კანაპეების იდეას:

ჭიქის დახმარებით ტოსტის პურიდან ამოჭერით გული. ინგრედიენტებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლორი/ძეხვი, ყველი, ჩერი პომიდორი და ზეთისხილი.

kanapeebi-1672042426.jpg

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!