გენმოდიფიცირებული პროდუქტების შავი სია "გრინფისისგან" - Gemrielia.ge

გენმოდიფიცირებული პროდუქტების შავი სია "გრინფისისგან"


ორგანიზაცია მომხმარებლებს ურჩევს ყურადღებით გაეცნონ გზამკვლევს და იხელმძღვანელონ პროდუქტის შეძენისას. ბროშურაში წითელი "სმაილით" აღნიშნულია ის კომპანიები და პროდუქტები, რომლებიც გენმოდიფიცირებულ ნედლეულს იყენებენ, მწვანეთი ბიო და უსაფრთხო პროდუქტები, ხოლო ყვითლით ის კომპანიები, რომლებიც ნელ-ნელა გადადიან ჯანსაღი პროდუქტის წარმოებაზე, მაგრამ ჯერ ისევ აქვთ გენმოდიფიცირებული პროდუქტიც.

შავ სიაში მოხვდა დიდი მწარმოებლები: coca cola, pepsi, kraft, nestle, heinz, cudberry, Mc donalds და ა.შ. ხოლო საშიშ პროდუქტა ჩამონათვალში შეხვდებით სნიკერსს, მარსს, ემ&ემსს, ტვიქსს, ზოგიერთი ფირმის (მაგ: ნესტლე) ბავშვთა კვებას, მზა სუპებს, მზა ნამცხვრებს და სხვა ტკბილეულს,  მაიონეზებს, სხვადასხვა სახის მზა სოუსებს, ჩიპსებს, შოკოლადის და სიმინდის ბურბუშელებს საუზმისთვის, ბულიონის კუბებს და ფხვნილებს, მზა ბულიონებს, სასმელებს და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე კომპანიის სხვადასხვა პროდუქტი შავ სიაშიც მოხვდა და უსაფრთოდაც მიიჩნიეს.

დაინტერესების შემთხვევაში, უფრო დეტალურად გრინფისის ამ გზამკვლევს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.