როდის ხდება საცივი, კრემიანი ნამცხვრები და ხორცეული საჭმელად საზიანო - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევები - Gemrielia.ge

როდის ხდება საცივი, კრემიანი ნამცხვრები და ხორცეული საჭმელად საზიანო - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევები

ახა­ლი წლის სუფ­რა ყო­ველ­თვის მდი­და­რია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კერ­ძე­ბით. ამ დღე­სას­წა­ულს ერთი უსი­ა­მოვ­ნე­ბაც ახ­ლავს - ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი სწო­რედ ამ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­გან იწამ­ლე­ბი­ან კი­დეც - ხდე­ბა მათი კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცია. მათი შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბა მე­დი­კო­სე­ბის საქ­მეა, თუმ­ცა მა­ნამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რა პრო­დუქ­ტი უნდა მო­ვი­მა­რა­გოთ და რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მათი შე­ძე­ნი­სას, მომ­ზა­დე­ბის, შე­ნახ­ვის და გა­მო­ყე­ნე­ბი­სას.

ამა­ში სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ირაკ­ლი არა­ბუ­ლი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

- მი­ვე­სალ­მე­ბი თქვენს მკი­თხველს, დამ­დეგ ახალ წელს ვუ­ლო­ცავ. მი­ხა­რია, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, ჩემი რჩვე­ბით, მკი­თხველს გა­ვუ­ად­ვი­ლო სურ­სა­თის შერ­ჩე­ვის, მომ­ზა­დე­ბის და შე­ნახ­ვის პრო­ცე­სი. პირ­ველ რიგ­ში, რაც ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს არის სურ­სა­თის სწო­რად შერ­ჩე­ვა. მომ­ხმა­რებ­ლებ­მა, როცა პრო­დუქ­ტებს ყი­დუ­ლო­ბენ, ყო­ველ­თვის სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი უნდა გა­ა­კე­თონ. მალ­ფუ­ჭე­ბა­დია პრო­დუქ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ხორ­ცი, ყვე­ლი, თევ­ზი, ქა­თა­მი და სხვა ისე­თი სურ­სა­თი, რო­მელ­საც რე­ა­ლი­ზა­ცი­ის დროს სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი და სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა. სურ­სა­თის შე­ძე­ნა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს ისე­თი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პუნ­ქტებ­ში, სა­დაც და­ცუ­ლია უკვე აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რო­ბე­ბი.

კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია, მსგავ­სი პრო­დუქ­ტე­ბის მან­ქა­ნის სა­ბარ­გუ­ლე­ბი­დან, გზის პი­რე­ბი­დან თუ სხვა ისეთ ად­გი­ლებ­ში შე­ძე­ნა, სა­დაც ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბიც არ არის და­ცუ­ლი. შემ­დე­გი რისკ-ფაქ­ტო­რი, რომ სურ­სა­თი არ გა­ფუჭ­დეს და გახ­დეს პო­ტენ­ცი­უ­რად მავ­ნე­ბე­ლი, ეს არის მისი მომ­ზა­დე­ბის წე­სე­ბის დაც­ვა, რაც გუ­ლის­ხმობს სა­ფუძ­ვლი­ან რე­ცხვა-გა­სუფ­თა­ვე­ბას, ხოლო შემ­დგომ უკვე სწორ თერ­მულ და­მუ­შა­ვე­ბას.

მა­გა­ლი­თის­თვის რომ ავი­ღოთ კვერ­ცხი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტია სხვა­დას­ხვა კერ­ძე­ბის­თვის, ასე­ვე ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­კონ­დიტ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბის წინ გა­ი­რე­ცხოს სა­ფუძ­ვლი­ა­ნად სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში 1ლ წყალ­ში, 100 გრ მა­რი­ლი გან­ზა­ვე­ბით მი­ვი­ღებთ სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნარს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით შეგ­ვეძ­ლე­ბა კვერ­ცხის და ასე­ვე სა­მუ­შაო ზე­და­პი­რე­ბის დე­ზინ­ფექ­ცია.

- ციტ­რუ­სი­თაც ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის მო­წამ­ვლა...

- ციტ­რუ­სით მო­წამ­ვლა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ციტ­რუ­სე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცა­ვენ მჟა­ვებს, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის კი, ვი­საც კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, რე­კო­მედ­ნი­რე­ბუ­ლია მათი ბევ­რი მი­ღე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ. მან­და­რი­ნი ალ­ბათ ის სე­ზო­ნუ­რი ხი­ლია, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლია ამ პე­რი­ოდ­ში. თუმ­ცა გვმარ­თებს ნორ­მე­ბის დაც­ვა, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი სურ­სა­თი, რაც არ უნდა სა­სარ­გებ­ლო იყოს, მისი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი მი­ღე­ბა სა­ზი­ა­ნოა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. აქვე ვი­ტყვი, ჩემს საყ­ვა­რელ ცი­ტა­ტას „წა­მალს და სა­წამ­ლავს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა მხო­ლოდ დო­ზაა“...

გააგრძელეთ კითხვა