როგორ გავუხანგრძლივოთ შენახვის ვადები უბრალო პროდუქტებს - Gemrielia.ge

როგორ გავუხანგრძლივოთ შენახვის ვადები უბრალო პროდუქტებს

შეინახეთ საკვები სწორად, რათა დიდხანს შეუნარჩუნოთ გემო და გაუხანგრძლივოთ შენახვის ვადა.

ლიმონი

limoni_UtgdniT.jpg

საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ლიმონი უფრო დიდხანს ძლებს წყალში. კარგად გარეცხეთ და შემდეგ მოათავსეთ შუშის ქილაში, სასურველია უფრო დიდ ქილაში, რომ მჭიდროდ არ იყოს ერთმანეთთან, შეავსეთ ქილა წყლით, დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში.

ასევე, ლიმონი შეგიძლიათ შეინახოთ პოლიეთილენის ზიპიან პაკეტშიც, მაცივარში.

კარტოფილი

kartofilis-fasi-1656497162.jpg

იმისთვის, რომ კარტოფილმა გაცილებით დიდხანს გაძლოს, მასთან ერთად მოათავსეთ ვაშლი.

ავოკადო

avokado-1670831223.jpg

მოუმწიფებელი ავოკადო უმჯობესია მოათავსოთ თხელი ქაღალდის პარკში, ან გაზეთში და შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე. თუ ავოკადო მწიფეა, შეინახეთ მაცივარში, დახურული პოლიეთილენის პარკში.

ბანანი

banani_zHrlMAM.jpg

დაბალი ტემპერატურისა და მაცივარში შენახვისგან ბანანი სწრაფად შავდება და გემოს კარგავს. მაგრამ თუ ყუნწზე პარკს შემოახვევთ და არ შედებთ მაცივარში, ის კიდევ ერთი კვირა გაძლებს... გააგრძელეთ კითხვა