აპოხტის ხინკალი, მცხეთური ღვეზელი... - ნახეთ, კიდევ რას მიენიჭა არამატერიალური ძეგლის სტატუსი
ბატონების" რიტუალებს, მცხეთურ ღვეზელს და აპოხტის ხინკალს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა - ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ აზნაურაშვილმა 2022 წლის 30 დეკემბერს გამოსცა.
ბრძანების მიხედდვით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ ობიექტებს:
ა) "ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“;
ბ) "გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“;გ) "რთველის ტრადიცია საქართველოში“;
დ) "მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“;
ე) "მესხური სამზარეულო - აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“;
დაგაინტერესებთ: ლოკოკინას ხინკალი, ტენილი ყველი, მესხური ქადები... - „გემრიელიას“ რედაქტორის გასტრონომიული მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში
ვ) "ინფექციურ დაავადება "ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წესჩვეულებები საქართველოში“. ამავე ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციამ ერთი თვის ვადაში უნდა ასახოს აღნიშნული ობიექტების მონაცემები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე.
ამ დროისთვის, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს 60-ზე მეტი ტრადიცია, გამოცდილება და სანახაობაა ატარებს.
წყარო: ambebi.ge