აპოხტის ხინკალი, მცხეთური ღვეზელი... - ნახეთ, კიდევ რას მიენიჭა არამატერიალური ძეგლის სტატუსი - Gemrielia.ge

აპოხტის ხინკალი, მცხეთური ღვეზელი... - ნახეთ, კიდევ რას მიენიჭა არამატერიალური ძეგლის სტატუსი

ბა­ტო­ნე­ბის" რი­ტუ­ა­ლებს, მცხე­თურ ღვე­ზელს და აპოხ­ტის ხინ­კალს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა - ამის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ნი­კო­ლოზ აზ­ნა­უ­რაშ­ვილ­მა 2022 წლის 30 დე­კემ­ბერს გა­მოს­ცა.

ბრძა­ნე­ბის მი­ხედდ­ვით, არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შემ­დეგ ობი­ექ­ტებს:

ა) "ქარ­თუ­ლი ხორ­ბლის კულ­ტუ­რა: ტრა­დი­ცი­ე­ბი და რი­ტუ­ა­ლე­ბი“;

ბ) "გე­ლა­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ტრა­დი­ცია“;გ) "რთვე­ლის ტრა­დი­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში“;

დ) "მცხე­თუ­რი ღვე­ზე­ლის დამ­ზა­დე­ბის ტრა­დი­ცია და მისი კულ­ტუ­რუ­ლი კონ­ტექ­სტი“;

ე) "მეს­ხუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო - აპოხ­ტის, წი­ბო­სა და აპოხ­ტის ხინ­კლის დამ­ზა­დე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის ტრა­დი­ცია“;

დაგაინტერესებთ: ლოკოკინას ხინკალი, ტენილი ყველი, მესხური ქადები... - „გემრიელიას“ რედაქტორის გასტრონომიული მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში

ვ) "ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა "ბა­ტო­ნებ­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რი­ტუ­ა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბი, სიმ­ღე­რა და წესჩ­ვე­უ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში“. ამა­ვე ბრძა­ნე­ბით, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ერთი თვის ვა­და­ში უნდა ასა­ხოს აღ­ნიშ­ნუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე.

ამ დრო­ის­თვის, არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუსს 60-ზე მეტი ტრა­დი­ცია, გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­ნა­ხა­ო­ბაა ატა­რებს.

წყარო: ambebi.ge