სამზარეულოს 5 ნივთი, რომლებიც საბჭოთა ქვეყნების ყველა დიასახლისის სამზარეულოში იყო - რატომ იყო ისინი ასეთი პოპულარული? - Gemrielia.ge

სამზარეულოს 5 ნივთი, რომლებიც საბჭოთა ქვეყნების ყველა დიასახლისის სამზარეულოში იყო - რატომ იყო ისინი ასეთი პოპულარული?

დღეს აღარავის უკვირს, რომ სავსებით შესაძლებელია ისეთმა საყოფაცხოვრებო ნივთებმა, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ დაკარგოს გამოყენების საჭიროება და ჩანაცვლდეს რაიმე უფრო მოსახერხებელი, ახლებური ნივთით.

გთავაზობთ ნივთების ჩამონათვალს, რომელიც სსრკ-ს ეპოქაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. წლების შემდეგ უფუნქციოდ დარჩენილი ეს ნივთები შეიძლება ზოგიერთი თქვენგანის სახლში ან აგარაკზე დღესაც მოიპოვება, მაგრამ მათი ისტორია და დატვირთა შეიძლება თქვენთვის დღემდე უცნობი იყოს.

1. ბროლის ლარნაკი, იგივე "ხრუსტალის ვაზა"

lar-1673344467.jpg

სსრკ-ში ასეთი ნივთები ფუფუნების საგნების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, შესაბამისად ამ ლარნაკს მხოლოდ დღესასწაულებზე თუ იხილავდით სუფრაზე, აი ჩვეულებრივ დღეებში კი თაროებზე იკავებდნენ ადგილს. მისი ღირებულება 60 რუბლს შეადგენდა.

2. ტკბილეულის თასი, იგივე "სუხარნიცა"

tas-1673344578.jpg

თიხისგან ნაქსოვი ფორმის ელეგანტური ლარნაკი დიდი პოპულარობით სარგებლობდა სსრკ-ში. დიასახლისები სტუმრის მოსვლისას თავს იწონებდნენ მასში მოთავსებული ტკბილეულით, ხილით, პურ-ფუნთუშეულითა და სხვადასხვა სასუსნავით.

3. პელმენის დაფა, იგივე "პელმენიცა"

pe-1673344644.jpg

ეს გახლდათ მარტივი ნივთი 37 ერთეული ექვსკუთხა პელმენის მოსამზადებლად. მასზე თხლად გაბრტყელებულ ცომის ფენას აფენდნენ და ხორცის შიგთავსს ათავსებდნენ, ზემოდან კი იმავე ზომის ცომის მეორე ფენას ადებდნენ. შემდგომ აფარებდნენ გრაგნილს და მისი ბასრი კიდეების მეშვეობით იღებდნენ მზა, თანაბარი ზომისა და ფორმის პელმენებს. სხვათა შორის, ეს „საპელმენე“ დღემდე არის ბევრი დიასახლისის სამზარეულოში.

4. ელექტრო სამოვარი

sam-1673344993.jpg

დღეს სახლებსა თუ ოფისებში განებივრებულები ვართ სხვადასხვა ჩაისა თუ ყავის მოსამზადებელი თანამედროვე აპარატებით, ხოლო სსრკ-ს ქვეყნებში გემრიელი ჩაის მოსამზადებლად იყენებდნენ სამოვარს, რომელიც საზეიმო შეკრებებისა და ოჯახური დღესასწაულების დროს აქტიურად გამოიყენებოდა.

5. ფერადი ქილები

qii-1673345044.jpg

რძის პროდუქტების ბევრ მაღაზიაში რძე 40-ლიტრიან კოლბებში ჰქონდათ გასაყიდად მოთავსებული, შესაბამისად, მომხმარებლები სასურველი რაოდენობის შესაძენად საკუთარი ქილებით დადიოდნენ. ყველაზე პოპულარული კი ეს ფერადი ქილა გახლდათ თავისი სახურავით. იგი დიასახლისებისთვის კომფორტული საშუალება იყო გაზქურაზე რძის გასაცხელებლად.

და თქვენ რომელი მათგანი გახსოვთ ან თუნდაც შემოგრჩათ სახლში?