რატომ უნდა მოვხარშოთ ყავა კარაქთან ერთად: თუ ფიგურას უფრთხილდებით, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ - Gemrielia.ge

რატომ უნდა მოვხარშოთ ყავა კარაქთან ერთად: თუ ფიგურას უფრთხილდებით, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

ყველამ ვიცით, რომ დილის კვება პროდუქტიული დღის საფუძველია. მაგალითად, ომლეტი ყველითა და პომიდვრით, კვერცხი ტოსტთან ერთად და სხვ. ალბათ ყველას გყავთ მეგობარი, რომელსაც საჭმლის ან სასმლის უცნაური კომბინაციები მოსწონთ, მაგალითად, ყველას არ შეუძლია დალიოს ყავა ლიმონის ნაჭერით, მაგრამ იგი ითვლება არა მხოლოდ გემრიელ, არამედ ჯანსაღ მატონიზირებელ სასმელად. დღეს კი გთავაზობთ ყავაში კარაქის დამატებას, რომელიც ერთი შეხედვით უცნაური შეიძლება გეჩვენოთ, მაგრამ დიდი შანსია ყოველდღიურ რუტინად აქციოთ.

yaav-1673379318.jpg

ყავის კარაქში მოხარშვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში მის გემოზე ვისაუბროთ. კარაქის დამატებით სასმელი ხდება უფრო რბილი, კრემისებრი ნოტებით გაჯერებული. მაგალითად, თუ მოგწონთ დილით გამამხნევებელი ყავა, მაგრამ არ მოგწონთ მისი მძაფრი, მწარე და ზოგჯერ მჟავე გემო, აუცილებლად სცადეთ მასში ცოტაოდენი კარაქის დამატება.

karaq-1673379356.jpg

გარდა ამისა, ყავა კარაქით წონის კლებისთვის შეუცვლელი სასმელია. კარაქის წყალობით სასმელი უფრო მსუყე და ნოყიერი ხდება. ეს დაგეხმარებათ კვებათა შორის თავიდან აიცილოთ არაჯანსაღი სასუსნავების მიღების სურვილი, რადგან ყავა კარაქით ადვილად აქრობს შიმშილის გრძნობას რამდენიმე საათის განმავლობაში.

won-1673379405.jpg

გირჩევთ ამ ტექნიკით მომზადებული ყავა ერთხელ მაინც გასინჯოთ, რადგან მისი ნაზი და განსხვავებული გემოს წყალობით დიდი შანსია დაგავიწყდეთ ის ძველი გემო, რომელიც ასე ძალიან მოგწონდათ.

შეიძლება დაგაინტერესოთ: რამდენი ჭიქა ყავა არის სასარგებლო და რამდენი საზიანო – გიორგი ღოღობერიძის რჩევები ყავის მოყვარულებს

და თქვენ თუ ამატებთ რამეს ყავაში? გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი გემო კომენარებში