კულინარიული იდეები სიყვარულის დღისთვის - Gemrielia.ge

კულინარიული იდეები სიყვარულის დღისთვის



ბევრი ფიქრობს, რომ სიყვარულს ცალკე დღე არ სჭირდება, რომ ვალენტინობა არაქართული დღეა და მისი აღნიშვნა არ ღირს, რომ ეს მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია, რათა ბევრი საჩუქარი გაიყიდოს. და მაინც, როგორც არ უნდა იყოს, ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს ბედნიერი წუთები აჩუქოთ.

ამისთვის არც დიდი თანხაა საჭირო, არც განსაკუთრებული საჩუქარი. თქვენი გრძნობების გამოხატვა მცირე დეტალებშიც შეგიძლიათ.

ჩვენ სიყვარულის კულინარიულ ასპექტზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას და შემოგთავაზებთ საკვებთან დაკავშირებულ მარტივ, ხელმისაწვდომ, ორიგინალურ იდეებს.

დავიწყოთ საუზმით! კაცმა რომ თქვას, დიდი არაფერი, მაგრამ ასეთი სახით მირთმეული საუზმე ნამდვილად უფრო გემრიელიცაა და უფრო დასამახსოვრებელიც:

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

ასეთ პიცაზე რას ფიქრობთ? ჩვეულებრივი პიცით არაჩვეულებრივად შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი გრძნობები.

GEMRIELIA

GEMRIELIA

აი კიდევ ერთი იდეა კვერცხით:

GEMRIELIA

GEMRIELIA

გამოჭერით გულები პამიდვრისგან, სოსისისგან, პურისგან, კარტოფილისგან. მოამზადეთ კექსი, ტორტი გულის გამოსახულებით, ბოლოსდაბოლოს, კეტჩუპით მოხატეთ ლამაზად - მტავარია სურვილი! გადახედეთ ამ ფოტოებს, შთაგონებისთვის ნამდვილად გამოგადგებათ .

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

ეს ჩვეულებრივი მარილიანი ჩხირებია, რომელიც შოკოლადშია მოვლებული, წვეროებზე კი შაქრის გულები აქვს მიწებებული. ასეთ გულებს ყველგან შეიძენთ, სადაც ტორტების მოსართავი მასალები იყიდება:

GEMRIELIA

ეს კი გულებიანი ტარტია, რომელიც ნებისმიერი ხილით ან სულაც ჯემით შეგიძლიათ გამოაცხოთ:

GEMRIELIA