სამზარეულოს ნივთები, რომელსაც ახლად დაქორწინებულ ქალს ქმრის ოჯახში მზითვად ატანდნენ - Gemrielia.ge

სამზარეულოს ნივთები, რომელსაც ახლად დაქორწინებულ ქალს ქმრის ოჯახში მზითვად ატანდნენ

საქართველოში ახლად დაოჯახებული ქალისთვის მზითვის ჩუქების ტრადიცია ასწლეულებს ითვლის. იგი ოდითგანვე ყველა ოჯახისთვის განუყოფელ და ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, ამით ხაზი ესმებოდა ქალის ქმრის ოჯახში სრულფასოვან წევრობასა და მის მატერიალურ მდგომარეობას.

ოჯახში ქალიშვილისთვის მზითვის მომზადებას მისი დაბადებისთანავე იწყებდნენ. ოჯახის წევრები და ნათესავები ცდილობდნენ პატარძლისთვის საუკეთესო ნივთები შეეგროვებინათ, რათა სიძის ნათესავების წინაშე თავი არ შეერცხვინათ.

დღესდღეობით ქალები, მამაკაცებთან თანაბარ პირობებში უზრუნველყოფენ ოჯახს, ამიტომაც, მზითვის შეგროვების ჩვეულება სულ უფრო და უფრო ნაკლებად არის დაცული.

უახლოესი წლების განმავლობაში, მზითვის ძირითადი ნაწილი ტანსაცმელს, თეთრეულსა და საყოფაცხოვრებო, სამზარეულოს ნივთებს ეთმობოდა. რაც მთავარია, ყველაფერი ახალი უნდა ყოფილიყო და არა გამოყენებული.

სამზარეულოს აუცილებელ ნივთებს მიეკუთვნებოდა: სუფრის ტილო, ხელსახოცები, ქვაბები, ტაფები, თეფშები, ჭიქები, დანა-ჩანგლის ნაკრები და სხვ.

საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და თავს იწონებდა შემდეგი ფუფუნების ნივთები როგორიცაა:

ლენინგრადის ფაიფურის ქარხნის "ოქროს გვირილები"

esss-1673541615.jpg

ამავე ქარხანაში დამზადებული "კობალტის ბადე"

eeess-1673541697.jpg

მაგრამ დიასახლისებისთვის ყველაზე გამორჩეული ადგილი მაინც "მადონას სერვიზს" ეკავა

mad-1673541844.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ იყო მადონას სერვიზი დიასახლისებისთვის ასეთი განსაკუთრებული?

ბროლის ჭურჭელი

broli-1673542200.jpg

ტკბილეულის თასი

suxarnica-1673542375.jpg

მიქსერი

miqseer-1673542833.jpg

ემალის ჭურჭელი

emaliis-1673544750.jpg

ელექტრო სამოვარი

samovari-1673542410.jpg

ყავის საფქვავი

yavis-1673542442.jpg

დანა-ჩანგლის კომპლექტი

kompleqti-1673542539.jpg

გახსოვთ, თქვენ რა გაგატანეს მზითვად?