თევზი შეწვისას არ დაიშლება თუ... 10 კულინარიული ხრიკი, რომელიც სამზარეულოში ფუსფუსს საგრძნობლად გაგიმარტივებთ - Gemrielia.ge

თევზი შეწვისას არ დაიშლება თუ... 10 კულინარიული ხრიკი, რომელიც სამზარეულოში ფუსფუსს საგრძნობლად გაგიმარტივებთ

გემრიელად ჭამა ყველას უყვარს, მაგრამ ცოტამ იცის, თუ რამხელა შრომის ფასად უჯდება დიასახლისს ოჯახის წევრების გულის მოგება კიდევ ერთი კულინარიული შედევრის მომზადებით. ჩვენ გასწავლით 10 კულინარიულ ხრიკს, რომლებიც გაგიმარტივებთ სამზარეულოში ფუსფუსს.

1. თევზის ნაჭრები

tevzi-1673863278.jpg

თევზის ტაფაზე შეწვისას მისი ნაწილებად დაშლის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა თევზის ნაჭრები გაწმინდოთ ქაღალდის ხელსახოცით და მოაყაროთ მარილი. 10-15 წუთის შემდეგ კი შეგიძლიათ შეწვათ ან გამოაცხოთ ღუმელში სურვილისამებრ.

2. თევზის ფხა

tev-1673863320.jpg

ალბათ თითქმის ყველა დიასახლისის პრობლემაა თევზის ფხისგან განცალკევება. ამ პროცესის გამარტივება კი მარტივად არის შესაძლებელი, თუ მას 1 წუთის განმავლობაში მოათავსებთ მდუღარე წყალში, შემდეგ კი ცივ წყალში. ამ „კონტრასტული შხაპის“ საშუალებით ადვილად შეძლებთ ყოველგვარი „ფხის ფეიერვერკებისგან“ თავის დაღწევას.

3. პიკანტური კარტოფილი

kar-1673863428.jpg

გემრიელი და განსხვავებული კარტოფილის მოსახარშად, საჭიროა მას ხარშვის დროს დაუმატოთ 1 სკ ძმარი, 2-3 კბილი ნიორი და დაფნის ფოთოლი (სურვილისამებრ).

4. „ხახვის ცრემლები“

xax-1673863486.jpg

არ მისცეთ ხახვს იმის უფლება, რომ აგატიროთ. ამისთვის ერთი ძალიან მარტივი გზა არსებობს. სანამ ხახვის დაჭრას შეუდგებით, დაასველეთ დანა ცივ წყალში.

5. ზედმეტი მარილი

sup-1673863678.jpg

თუ წვნიანში ზედმეტი მარილი მოგივიდათ, ნუ შეშინდებით. დაუმატეთ მას ბრინჯის მარცვლები, იგი მალევე შთანთქავს ზედმეტ მარილს და მიანიჭებს თქვენს კერძს დაბალანსებულ გემოს.

6. წვნიანის შეფერილობა

bulion-1673863611.jpg

თუ გინდათ თქვენმა ბულიონმა ლამაზი და ხასხასა შეფერილობა მიიღოს, დაუმატეთ მას ცოტაოდენი ხახვის ფურცელი.

7. კვერცხის გული

kvercxi-1673863740.jpg

იმისთვის რომ კვერცხი შუაზე გაჭრისას არ დაგეშალოთ, გაჭრამდე დაასველეთ დანა ცივი წყლით.

8. კარაქის გაშავება

karaqi-1673863771.jpg

იმისთვის, რომ კარაქი ცხელ ტაფაზე არ გაგიშავდეთ, საჭიროა ტაფას წინასწარ წაუსვათ მცირე რაოდენობის მცენარეული ზეთი.

9. კერძის გამოშრობა

es-1673863962.jpg

თუ ღუმელში მომზადებისას ხორცი და ნამცხვრები ზედმეტად შრება, მაშინ ეს ხრიკი სწორედ თქვენთვისაა. შეგიძლიათ ღუმელის ქვედა ნაწილში მოათავსოთ თბოგამძლე კონტეინერი წყლით.

10. ზეთის შხეფები

zeti-1673864104.jpg

დაიღალეთ ცხელ ტაფაზე ზეთის დასხმისას შხეფების ფრქვევისგან? მოაყარეთ ტაფას მარილი ზეთის დასხმამდე.

და თქვენ რომელ ხრიკს იყენებთ ხშირად? კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი ხრიკები.