რა წავიღო სამსახურში? - 5 გემრიელი ლანჩის რეცეპტი - Gemrielia.ge

რა წავიღო სამსახურში? - 5 გემრიელი ლანჩის რეცეპტი

ლანჩი დასვენების, განტვირთვისა და ძალების აღდგენის დროა. მნიშვნელოვანია, რომ საკვები იყოს გემრიელი და მის მომზადებას დიდი ძალისხმევა არ დასჭირდეს. როდესაც ფიქრობთ იმაზე, თუ რა წაიღოთ ოფისში, უნდა გაითვალისწინოთ 3 მნიშვნელოვანი ფაქტორი:

  • შესაძლებელია თუ არა საკვების გაცხელება;
  • აქვს თუ არა ოფისს მაცივარი, სადაც ლანჩის შენახვას შეძლებთ;
  • არის თუ არა ლანჩისთვის გამოყოფილი ადგილი, თუ უნდა მიირთვათ პირდაპირ თქვენს მაგიდასთან.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, შეძლებთ განსაზღვროთ, თუ რა ტიპის საკვები წაიღოთ სამსახურში.

გთავაზობთ 5 მარტივ იდეას ლანჩისთვის:

სალათები

salata-1674044307.png

სალათი უნივერსალური კერძია, რომლის ინგრედიენტებიც შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიოთ.

მაგალითად, აიღეთ სალათის ფოთოლი, დაამატეთ ბოსტნეული თქვენი გემოვნებით (კიტრი, პომიდორი, ბულგარული, სტაფილო, ბროკოლი), დანაყრებისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ ყველი, შემწვარი/მოხარშული ხორცი, ან შებოლილი/დამარილებული თევზი. სოუსი სჯობს შეინახოთ ცალკე კონტეინერში, რომ ლანჩ ბოქსიდან წვენი არ გამოვიდეს და სალათი ზედმეტად არ დარბილდეს.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქადაჭრილისალათისფურცლები;
  • 1 ცალი პომიდორი;
  • ყველი „ფეტა“ (სურვილისამებრ);
  • 1 ცალი დაჭრილი მწვანე ხახვი;
  • 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი;
  • 1 ცალი მოხარშული კვერცხი;
  • 1/8 ჩ/კ პილპილი.
  • ზეთისხილი;
  • მარილი გემოვნებით.

ყველა ინგრედიენტი დაჭერით და შეურიეთ ერთმანეთს. მოათავსეთ კონტეინერში.

ლავაშის როლი

roli-1674044381.jpg

ლავაშის როლი უგემრიელესი, სწრაფი და ჯანსაღი საკვებია. შიგთავსისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მოხარშული ქათმის მკერდი, ასევე თინუსი, ორაგული ან ლორი. გთავაზობთ მარტივ რეცეპტს:

  • ლავაში - 1 ცალი;
  • ყველი - 100 გრამი;
  • დამარილებული ორაგული (ან თინუსი) - 200 გრამი; (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მოხარშული ქათმის მკერდით, ან ლორით);
  • სალათის ფოთოლი - 5-7 ცალი;

ლავაშზე დააფინეთ ინგრედიენტები და გადაახვიეთ რულეტივით.

სენდვიჩი

sendvichi-1674044411.png

სენდვიჩების ძალიან ბევრნაირი რეცეპტი არსებობს. ის ყველაზე სწრაფად და მარტივად მოსამზადებელ წასახემსებლად ითვლება.

ინგრედიენტები;

  • ტოსტის პური 2 ნაჭერი
  • სალათის ფოთოლი
  • პომიდორი (თხლად დაჭრილი)
  • ლორი
  • სენდვიჩის ყველი
  • სოუსი გემოვნებით

პურს წაუსვით სასურველი სოუსი (კეტჩუპი, მაიონეზი, სენდვიჩის სოუსი ან ყველის სოუსი), დააფინეთ სალათის ფოთოლი, ყველი, პომიდორი, ლორი. დააფარეთ მეორე ნაჭერი პური და გადაახვიეთ სამზარეულოს ხელსახოცში.

ფლავი

flavi-1674044446.jpg

ფლავი არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საკვები ლანჩისთვის, მისი კონტეინერით ტარება საკმაოდ მოსახერხებელია. შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ტკბილი ფლავი, ასევე აზიური.

ინგრედიენტები:

  • საზამთროს მურაბა
  • თხილი ან ნიგოზი
  • ქიშმიში
  • შავიქლიავის ჩირი
  • ჭერმის ჩირი
  • კარაქი
  • მდუღარე წყალი
  • გრძელი ბრინჯი
  • მარილი

ბრინჯი გავრეცხოთ და სქელძირიან ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე დავყაროთ, გავაშროთ მუდმივი მორევით, შემდეგ გადავიტანოთ ქვაბში, დავუმატოთ კარაქი, როცა გადნება, დავასხათ წყალი, დავუმატოთ მარილი, ჩირი და 15 წთ. თავდახურული ვხარშოთ, შემდეგ შევფუთოთ 15 წთ. ფლავს მოვასხათ საზამთროს მურაბა და მოვაყაროთ მოხალული თხილი.

ბოსტნეულის კატლეტი

bostneulis-katleti-1674044500.jpg

ბოსტნეულის კატლეტი საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია. მისი მომზადება წინა საღამოსაც შეგიძლიათ.

ინგრედიენტები:

  • კომბოსტო 1 კგ
  • ხახვი 1 თავი
  • მანის ბურღული 100 გ
  • საფანელი 100 გ
  • ფქვილი 100 გ
  • ნიორი 2-3 კბილი
  • მწვანილი გემოვნებით
  • ზეთი 50 გ

კომბოსტო გარეცხეთ, დაჭერით 4 ნაწილად, მოათავსეთ ადუღებულწყლიან ქვაბში, დაუმატეთ მარილი და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 8-10 წუთი. მოხარშული კომბოსტო გადაიტანეთ საწურზე. ამასობაში გაფცქვენით ხახვი და ნიორი. ხახვი დაჭერით 4 თანაბარ ნაწილად. გაატარეთ ხორცსაკებპში მოხარშული კომბოსტო, ხახვი და ნიორი. მწვანილი გარეცხეთ და წმინდად დაჭერით.ბოსტნეულის ფარშს დაუმატეთ მარილი, პილპილი, მწვანილი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ მანის ბურღული და კვლავ აურიეთ. გაცერით ფქვილი და დაუმატეთ კომბოსტოს მასას. გააკეთეთ კატლეტები, ამოავლეთ საფანალეში და შეწვით 2-3 ს/კ ზეთში ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე.