რა მოამზადოთ შეწებებული პელმენებისგან: გამოცდილმა დიასახლისებმა იციან გამოსავალი სიტუაციიდან
ხშირად ვაგროვებთ ნახევარფაბრიკატებს მომავალი გამოყენებისთვის და ვინახავთ მაცივრის საყინულეში. ეს ძალიან მოსახერხებელია: ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიღოთ ისინი და მოხარშოთ, ან შეწვათ, დიდი დროის დახარჯვის გარეშე. ალბათ ყველაზე პოპულარული ნახევრად მზა პროდუქტი- პელმენია. მართალია, ხანდახან ვაწყდებით იმ ფაქტს, რომ ისინი ერთმანეთსეწებება და ერთ მკვრივ მასად იქცევა, რომლის განცალკევება თითქმის შეუძლებელია. და დიდი ალბათობით, როდესაც გალღვება, დაკარგავს ვიზუალსაც. რა უნდა გააკეთოთ ამ შემთხვევაში?
როგორ შეგიძლიათ სცადოთ შეწებებული პელმენების გამოყოფა
სიტუაცია შეიძლება არ იყოს ისეთი უიმედო, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც შეგიძლიათ სცადოთ პელმენების ერთმანეთისგან განცალკევება.
დატოვეთ გაყინული წებოვანი პელმენები მაგიდაზე. რამდენიმე წუთის შემდეგ ისინი დაიწყებენ ლღვობას. შეეცადეთ დააშოროთ ერთმანეთს ხელით. ოღონდ არ დაუშვათ პელმენის დიდხანს გაჩერება გარეთ, თორემ მომზადების დროს ცომი დაიმსხვრევა და შიგთავსი ამოვარდება. თუ პელმენი დნობისას ერთმანეთს დაეკრო, შედეთ საყინულეში 5 წუთით - ცომი უცბად გამაგრდება და გაგიადვილდებათ მათი დაშლა.
რა მოვამზადოთ?
თუ, მიუხედავად ამისა, პელმენები ერთმანეთს ისე ეწებება, რომ მათი გამოყოფა შეუძლებელია, უბრალოდ გამოიყენეთ ისინი ორიგინალური ახალი კერძის მოსამზადებლად. ბევრი ვარიანტია და ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.
პიცა
ებოვანი პელმენის მასა შესანიშნავი საფუძველი იქნება პიცისთვის.
შემადგენლობა:
- 500 გრ პელმენი;
- 1 სუფრის კოვზი კეტჩუპი;
- ½ ჩაის კოვზი მდოგვი;
- 150 გრ ლორი;
- ½ წითელი ხახვი;
- 1 პომიდორი;
- მოცარელას 3 ბურთი;
- მარილი, დაფქული პილპილი - გემოვნებით;
- 150 გრ მყარი ყველი;
- მწვანილი დეკორაციისთვის - სურვილისამებრ.
მომზადება:
გაალღვეთ შეწებებული პელმენი, მიეცით მრგვალი ფორმა, გააბრტყელეთ.
წაუსვით კეტჩუპი, მოათავსეთ ინგრედიენტები, ბოლოს მოაყარეთ ყველი და გამოაცხვეთ... გააგრძელეთ კითხვა