კეფირის კოქტეილი – იკლებთ 4-6 კგ-ს ყოველგვარი დიეტის გარეშე - Gemrielia.ge

კეფირის კოქტეილი – იკლებთ 4-6 კგ-ს ყოველგვარი დიეტის გარეშე

ძალიან ხშირად ზედმეტ წონასთან საბრძოლველად არა მარტო გრძელვადიანი და მკაცრი დიეტები გვეხმარება, არამედ სპეციალური სასმელებიც. მათ შორის არის თავისი ეფექტურობით სახელგანთქმული კეფირის კოქტეილი.


კეფირის გასახდომი კოქტეილის რეცეპტი:

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კეფირი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია (აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის და მიკროფლორის მდგომარეობას, ამაღლებს იმუნიტეტს), ის ასევე ძალიან ეფექტურია გასახდომად. თუმცა, არსებობს მეთოდი, რომელიც აძლიერებს კეფირის "გასახდომ ეფექტს", თუ მასში დავამატებთ რამდენიმე ინგრედიენტს – ჯანჯაფილს, დარიჩინსა და დაფქულ წითელ წიწაკას.

ინგრედიენტები:

200 გ კეფირი (ცხიმიანობა არა უმეტეს 1 %-სა)
1 ჩაის კოვზი დარიჩინის ფხვნილი
1-2 ჩაის კოვზი წვრილ სახეხზე გახეხილი ჯანჯაფილი
მწიკვი წითელი, მწარე წიწაკა

მომზადების წესი: უმარტივესია – საკმარისია, კეფირში აურიოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი და კოქტეილი მზად არის.
რჩევა: უმჯობესია, სასმლის ყოველი პორცია უშუალოდ მიღების წინ მოამზადოთ.

როგორ მივიღოთ კეფირის გასახდომი კოქტეილი?

არსებობს რამდენიმე ვარიანტი – დიეტის მცოდნეების ერთი მხარე გვირჩევს კეფირის კოქტეილი ჭამამდე 20-15 წუთით ადრე მივირთვათ, რამეთუ სასმელში შემავალ სანელებლებს აქვს თვისება დააქვეითოს მადა.

მეორენი, პირიქით - თვლიან, რომ გასახდომი კეფირის კოქტეილის მიღება უმჯობესია ჭამის შემდეგ და ამას იმით ხსნიან, რომ სანელებლები და კეფირი აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესს.

სურვილისამებს შეგიძლიათ ერთი პორცია კეფირის კოქტეილი ორ ნაწილად გაყოთ – ნაწილი ჭამამდე მიიღოთ, დანარჩენი კი – შემდეგ. გარდა ამისა, სწრაფად გახდომის მსურველთათვის არსებობს სხვა მკაცრი პირობები კეფირის კოქტეილის მიღებისას. მაგალითად, ვახშმად უნდა მიიღოთ მხოლოდ კეფირის კოქტეილის ერთი პორცია. ან კიდევ უფრო რადიკალური ვარიანტი – კეფირის კოქტეილზე იყოთ მთელი განტვირთვის დღე.

რამდენ ხანში დგება შედეგი?

თუ რადიკალურ მეთოდებს არ მიმართავთ და კეფირის კოქტეილს ჯანჯაფილით, დარიჩინითა და წითელი წიწაკით მხოლოდ ჭამის წინ ან მას მერე მიიღებთ, წონის კლება მოხდება შემდეგი სქემით: 4-6 კგ ერთ თვეში. შესაძლოა, ვიღაცისთვის ეს შედეგი არადამაკმაყოფილებელი იყოს, მაგრამ გახდომის ამ მეთოდს საკმაოდ არსებითი დადებითი მხარეებიც აქვს – მაგალითად, არ გჭირდებათ რადიკალურად შეცვალოთ, ან შეზღუდოთ თქვენი ჩვეული კვების რაციონი. მიირთვა ყველაფერი, რაც მოგესურვება და დაიკლო წონაში – განა ამაზე არ ოცნებობს ნებისმიერი ქალი?