რატომ ვალბობთ მარცვლეულს? - ჩვევა, რომლის მიზეზებიც ბევრმა არ იცის - Gemrielia.ge

რატომ ვალბობთ მარცვლეულს? - ჩვევა, რომლის მიზეზებიც ბევრმა არ იცის

მარცვლეული ჩვენი კვების რაციონის აუცილებელი ნაწილია. წიწიბურა და ხორბალი იდეალურია როგორც ცალკე მისართმევად, ასევე გარნირად. ჩვეულებრივ, მომზადების წინ მათ წყალში ვალბობთ, მაგრამ იცით, რატომ ვაკეთებთ ამას? და ის თუ იცით, რომ დალბობა ყველა სახის მარცვლეულს უხდება?

რატომ ვალბობთ მარცვლეულს?

მარცვლეულის დალბობა მხოლოდ გარეცხვის თანმდევი პროცედურა არ გახლავთ. მართალია ამის შემდეგ წყლის ზედაპირზე არასასურველი ნარჩენი რჩება, მაგრამ დალბობას კიდევ სხვა მიზეზებიც აქვს:

1. დროის დაზოგვა

დალბობის წყალობით, მარცვლეული ბევრჯერ უფრო სწრაფად იხარშება. დიახ, ხმელ ლობიოსაც ამიტომ ვტოვებთ წყალში მთელი ღამით.

2. საკვები ნივთიერებების შენარჩუნება

რაც უფრო ხანმოკლეა თერმული დამუშავება, მით მეტია მარცვლეულის კვებითი ღირებულება, მით უფრო დაბალია მისი გლიკემიური ინდექსი.

brinji-1674818331.jpg

3. ფიტინის მჟავის შემცველობის შემცირება

ეს ნივთიერება აფერხებს ვიტამინების, კალციუმის, თუთიის, მაგნიუმის და სხვა სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას. დალბობის შედეგად არასრულად, თუმცა მცირედით მაინც შორდება მარცვლეულის ზედაპირს ფიტინის მჟავა.

4. ჭარბი სახამებლის მოცილება

მარცვლეულის დალბობა საშუალებას გაძლევთ სახამებლის ნაწილი მაინც მოაშოროთ პროდუქტს. ამის წყალობით მზა გვერდითი კერძის გლიკემიური ინდექსი შემცირდება.

wiwibura-1674818321.jpg

რამდენი ხნით დავალბოთ ესა თუ ის მარცვლეული?

სხვადასხვა მარცვლეულს სხვადასხვა დრო სჭირდება, მაგალითად:

  • ქერი - 12 სთ
  • შვრიის ფანტელი - 15 წთ
  • ქერი - 12 სთ
  • თეთრი ბრინჯი - 30 წთ
  • ფეტვი - 8 სთ
  • წიწიბურა - 5 სთ
  • ხორბალი - 12 სთ

დამბალი მარცვლეულისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, დიეტოლოგები გვირჩევენ წყალში ლიმონის წვენის დამატებას. მჟავიან სითხეში ფიტინის მჟავა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს სხეულზე, უფრო სწრაფად იშლება.

თქვენ რომელ მარცვლეულს ალბობთ?