"შუქი და გზა არ გვქონდა...არავის სჯეროდა, რომ ამ მიგდებულ გარემოში რამეს შევძლებდით, მაგრამ..." - როგორ ცხოვრობს ქალაქიდან ატენში გადასახლებული ნიკა ვაჩეიშვილი? - Gemrielia.ge

"შუქი და გზა არ გვქონდა...არავის სჯეროდა, რომ ამ მიგდებულ გარემოში რამეს შევძლებდით, მაგრამ..." - როგორ ცხოვრობს ქალაქიდან ატენში გადასახლებული ნიკა ვაჩეიშვილი?

2013 წლის დამ­დეგს იყო მხო­ლოდ იდეა და სურ­ვი­ლი, ატე­ნის ხე­ო­ბა­ში ვე­ნა­ხი გა­ე­შე­ნე­ბი­ნა, ყუ­რძე­ნი და­ე­წუ­რა და ნა­ტუ­რა­ლუ­რი მეღ­ვი­ნე­ო­ბის­თვის მო­ე­კი­და ხელი. იდე­ას ხორ­ცი შე­ას­ხა და დღეს უკვე ცნო­ბი­ლი ფერ­მე­რია. ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ნიკა ვა­ჩე­იშ­ვილ­თან, პრო­ფე­სორ­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელ­თან, სხვა დრო­საც გვი­სა­უბ­რია ატე­ნუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ნი­კას ბევ­რი ღვი­ნო ბრმად იც­ნო­ბა, რად­გან მისი ვე­ნა­ხე­ბი გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ ბუ­კეტს ქმნის. ჩი­ნუ­რი, გო­რუ­ლი მწვა­ნე, თავკვე­რი და ბუ­დე­შუ­რი ის ჯი­შე­ბია, რომ­ლე­ბი­თაც ღვი­ნოს წუ­რავს.

ნიკა ვა­ჩე­იშ­ვი­ლი:

- გა­სუ­ლი წე­ლი­წა­დი ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მით იყო სავ­სე. სტუმ­რი­ა­ნო­ბა­საც არ ვუ­ჩი­ო­დით, თუმ­ცა უკე­თე­სიც გვახ­სოვს. ყო­ველ­დღე გვყავ­და უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი, ძი­რი­თა­დად, ოჯა­ხუ­რი ფორ­მა­ტით. სა­ინ­ტე­რე­სო წე­ლი­წა­დი იყო. სტუმ­რე­ბი ჩვენ­თან, ოჯახ­ში მო­დი­ან და ქვე­ყა­ნას ასე, შიგ­ნი­დან უყუ­რე­ბენ. ჩვენ მათი მას­პინ­ძლე­ბი ვართ. ეს ფი­ზი­კუ­რად ძნე­ლია, მაგ­რამ კომ­პენ­სა­ცი­აც არის ხოლ­მე, სტუმ­რე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან: ვე­ნახ­ში ფუს­ფუ­სე­ბენ, ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის მოყ­ვა­ნა­ში, ჩი­რის გა­კე­თე­ბა­ში, ღვი­ნის შიდა დე­გუს­ტა­ცი­ა­ში (ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ­ში), შე­მო­ღობ­ვა­ში, ფი­სო­ე­ბი­სა და ცუ­გე­ბის და­პუ­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბი­ან. ამი­ტომ დიდ­ხანს რჩე­ბი­ან. ჩვე­ნი მიღ­წე­ვა ის არის, რომ მომ­დევ­ნო წელს ისევ ჩა­მო­დი­ან და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩა­მოჰ­ყავთ.

წლის დამ­დეგს იყო მხო­ლოდ იდეა და სურ­ვი­ლი, ატე­ნის ხე­ო­ბა­ში ვე­ნა­ხი გა­ე­შე­ნე­ბი­ნა, ყუ­რძე­ნი და­ე­წუ­რა და ნა­ტუ­რა­ლუ­რი მეღ­ვი­ნე­ო­ბის­თვის მო­ე­კი­და ხელი. იდე­ას ხორ­ცი შე­ას­ხა და დღეს უკვე ცნო­ბი­ლი ფერ­მე­რია. ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ნიკა ვა­ჩე­იშ­ვილ­თან, პრო­ფე­სორ­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელ­თან, სხვა დრო­საც გვი­სა­უბ­რია ატე­ნუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ნი­კას ბევ­რი ღვი­ნო ბრმად იც­ნო­ბა, რად­გან მისი ვე­ნა­ხე­ბი გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ ბუ­კეტს ქმნის. ჩი­ნუ­რი, გო­რუ­ლი მწვა­ნე, თავკვე­რი და ბუ­დე­შუ­რი ის ჯი­შე­ბია, რომ­ლე­ბი­თაც ღვი­ნოს წუ­რავს.

ნიკა ვა­ჩე­იშ­ვი­ლი:

- გა­სუ­ლი წე­ლი­წა­დი ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მით იყო სავ­სე. სტუმ­რი­ა­ნო­ბა­საც არ ვუ­ჩი­ო­დით, თუმ­ცა უკე­თე­სიც გვახ­სოვს. ყო­ველ­დღე გვყავ­და უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი, ძი­რი­თა­დად, ოჯა­ხუ­რი ფორ­მა­ტით. სა­ინ­ტე­რე­სო წე­ლი­წა­დი იყო. სტუმ­რე­ბი ჩვენ­თან, ოჯახ­ში მო­დი­ან და ქვე­ყა­ნას ასე, შიგ­ნი­დან უყუ­რე­ბენ. ჩვენ მათი მას­პინ­ძლე­ბი ვართ. ეს ფი­ზი­კუ­რად ძნე­ლია, მაგ­რამ კომ­პენ­სა­ცი­აც არის ხოლ­მე, სტუმ­რე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან: ვე­ნახ­ში ფუს­ფუ­სე­ბენ, ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის მოყ­ვა­ნა­ში, ჩი­რის გა­კე­თე­ბა­ში, ღვი­ნის შიდა დე­გუს­ტა­ცი­ა­ში (ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ­ში), შე­მო­ღობ­ვა­ში, ფი­სო­ე­ბი­სა და ცუ­გე­ბის და­პუ­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბი­ან. ამი­ტომ დიდ­ხანს რჩე­ბი­ან. ჩვე­ნი მიღ­წე­ვა ის არის, რომ მომ­დევ­ნო წელს ისევ ჩა­მო­დი­ან და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩა­მოჰ­ყავთ.

vacheishvili1-1675419334.jpg

- ეს არ არის სტან­დარ­ტუ­ლი ტუ­რიზ­მი.

- დიახ, მო­ვი­და, ხა­ჭა­პუ­რი მი­ირ­თვა და გა­იქ­ცაო, ასე არ არის. ეს უფრო სა­ქარ­თვე­ლოს გაც­ნო­ბაა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ატე­ნი ტე­რა­სე­ბის მეღ­ვი­ნე­ო­ბის "ქვე­ყა­ნაა". ჩვენს ერთ-ერთ ვე­ნახს ზე­მოთ, კლდე­ებ­ში, რო­მელ­საც ზედა ვე­ნახს ვე­ძახ­დით, ტე­რა­სე­ბი და­ვა­მა­ტეთ - გავ­კა­ფეთ ბუჩ­ქნა­რი, მო­ვა­ცი­ლეთ უსარ­გებ­ლო ვე­ლუ­რად წა­მო­სუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი. გა­ვაწკრი­ა­ლეთ, გა­მო­ვა­ჩი­ნეთ ძვე­ლი ტე­რა­სე­ბიც და ახა­ლიც მი­ვუ­მა­ტეთ. ფერ­დე­ბიც გა­ვუ­მაგ­რეთ, წყლის გა­დამ­ყვა­ნი სის­ტე­მა გავ­მარ­თეთ და იქ ახა­ლი ვე­ნა­ხის ჩაყ­რას ვა­პი­რებთ. გა­შენ­დე­ბა ჩი­ნუ­რი და გო­რუ­ლი მწვა­ნე. ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი სა­ო­ცა­რი და ლა­მა­ზი ვე­ნა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში. იქი­დან ტა­ნას ხე­ო­ბა­ზე ყო­ვე­ლი მხრი­დან ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა.

- კავ­კა­სი­ო­ნიც ჩანს?

- კი... გვაქვს ასე­თი პა­ტა­რა წერ­ტი­ლე­ბი, პა­ნო­რა­მის მინ­დვ­რებს ვე­ძა­ხით და ყვე­ლა­ფე­რი რუ­კებ­ზეა და­ტა­ნი­ლი, ჯი-პი-ესი­თაა დას­მუ­ლი. მარ­შრუ­ტე­ბი აკინ­ძუ­ლია, როცა სტუმ­რე­ბი მო­დი­ან, იმ მინ­დვ­რებ­ზე გა­ივ­ლი­ან. ჩვენ­გან ფე­ხით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის სა­სი­ა­რუ­ლოა. სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ნამ­ყო­ფი არი­ან, კავ­კა­სი­ონს ყველ­გან ხე­და­ვენ და აქ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამით აჯა­მე­ბენ. ეს ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ამის გა­კე­თე­ბა­ში დიდი შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი. მა­ნიშ­ნებ­ლე­ბიც დავ­სვით რუ­კა­ზე და ყვე­ლას ვა­ტანთ. ბი­ლი­კებ­ზე მარ­კი­რე­ბაა სხვა­დას­ხვა ფე­რით (სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­ხედ­ვით). მათ ფე­ხით ასე სი­ა­რუ­ლი მოს­წონთ და ვცდი­ლობთ ამა­ში ხელი შე­ვუ­წყოთ. ცხე­ნე­ბი­სა და ვე­ლო­სი­პე­დე­ბის ამოქ­მე­დე­ბა­საც ვფიქ­რობთ. ვე­ლო­ფე­დე­რა­ცი­ას­თან ერ­თად გა­მოვ­ცა­დეთ კი­დეც და მო­მა­ვალ წელს ამ საქ­მეს კარ­გი პირი უჩანს.

vacheishvili2-1675419449.jpg

ჩვე­ნი ვე­ნა­ხე­ბის ტე­რა­სე­ბის გვერ­დით კი­დევ და­ვა­მუ­შა­ვეთ ტე­რა­სე­ბი, სა­დაც ვარ­დის პლან­ტა­ცი­ის გა­შე­ნე­ბას ვა­პი­რებთ. უკვე დავ­ტეს­ტეთ და ჩვე­ნი ვარ­დის მუ­რა­ბა ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი გა­მო­ვი­და. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, ად­გილ­ზე, რო­მე­ლიც ოდ­ნავ ჩრდი­ლი­ა­ნია და სა­ვე­ნა­ხედ არ გა­მოდ­გე­ბა, ვარ­დი გა­შენ­დეს. სი­ახ­ლე კი­დევ ის არის, რომ მო­მა­ვალ­ში ჩვე­ნი, ატე­ნუ­რი ნა­ყი­ნიც გვექ­ნე­ბა, რად­გან ჩვე­ნი ხილი გვაქვს.

- მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა, მეღ­ვი­ნე­ო­ბა, მე­ხი­ლე­ო­ბა, მე­ჩი­რე­ო­ბა - კი­დევ რა მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს თქვენს მე­ურ­ნე­ო­ბას?

- თხი­სა და სა­ქონ­ლის რძის­გან ატე­ნის დე­და­თა მო­ნას­ტერ­თან ერ­თად ყველს ვა­წარ­მო­ებთ. ჩვენს მე­გობ­რებს აქვე, თეძ­მის ხე­ო­ბა­ში მოჰ­ყავთ ხორ­ბა­ლი და მათ­გან ვი­ღებთ თავ­თავს, რო­მელ­საც ვფქვავთ და ჩვენ­თან ვა­ცხობთ. ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი გა­მო­დის. სა­ერ­თოდ, თუ ქარ­თუ­ლი ხორ­ბლის მოყ­ვა­ნა­ში ფერ­მე­რე­ბი კო­მერ­ცი­უ­ლად აზარტს ვერ ხე­და­ვენ, ექ­სკლუ­ზი­უ­რად მა­ინც მო­იყ­ვა­ნონ. სუ­ლი­ე­რად ეს სხვა რამ არის.პა­ტა­რა მარ­ნებ­მა და სას­ტუმ­რო­ებ­მა მა­სობ­რივ ფქვილ­ზე ჯო­ბია უარი ვთქვათ. სხვებ­მაც მოგ­ვბა­ძონ­და ეს შიგა მე­ურ­ნე­ო­ბის­თვი­საც კარ­გი სტი­მუ­ლია. რა­ღაც ერ­თი­ან ციკლს შევ­კრავთ.. გააგრძელეთ კითხვა