მწვანილი, რომელიც ორგანიზმს სიბერისა და სიმსივნური დაავადებებისგან იცავს - რატომ უნდა მოიხმაროთ კამა?
კამა სასარგებლო მწვანილია. 10 გრამი კამა შეიცავს ორგანიზმისათვის საჭირო A და C ვიტამინების დღიური ნორმის 10 %-ზე მეტს. მასში უხვადაა ასევე ფოლიუმის მჟავა, აგრეთვე სხვა ვიტამინები და მიკროელემენტები. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ანტიოქსიდანტებია, უპირველესად ეს მონოტერპენებია (ლიმონენი და კარვონი). ისინი ბლოკავენ ბევრი კანცეროგენის მოქმედებას, მათ შორის ბენზოპირენის, რომელიც შედის სიგარეტების კვამლში. კამაში უხვადაა აგრეთვე ისეთი ფლავონოიდები, როგორებიცაა კემპფეროლი და ვიცეტინი. ეს მძლავრი ანტიოქსიდანტები აფერხებენ ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, გვიცავენ სიბერისა და სიმსივნური დაავადებისაგან.
ასევე დაგაინტერესებთ: კამა თუ ცერეცო? - როგორ გავარჩიოთ ეს ორი მცენარე ერთმანეთისგან