„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“ - Gemrielia.ge

„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“

სიყვარული არის გრძნობა, რომელზეც ყველაზე მეტს წერენ და საუბრობენ, თუმცა, კითხვაზე - „ რა არის სიყვარული?“ - პასუხის გაცემა მაინც ყველას უძნელდება. რთულია ემოციებისა და გრძნობების სიტყვებად გადმოცემა, თუმცა, არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ჩვენი სათქმელი წლების წინ სრულყოფილად, ზუსტად შერჩეული სიტყვებით გადმოსცეს.

14 თებერვალს, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ მომხმარებლებს სასიამოვნო სიურპრიზი დახვდებათ: “გორგიაში“ მისული ყველა მომხმარებელი „სიყვარულის სტიკერით“ დასაჩუქრდება. სტიკერებზე დატანილია ქართველი მწერლებისა და პოეტების ყველასათვის ნაცნობი და ძვირფასი სასიყვარულო ფრაზები.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ „გორგიას“ მომხმარებლებისთვის გაგვეხსნებინა ქართველი მწერლებისა და პოეტების ისეთი ულამაზესი ფრაზები, რომლებიც ყველასთვის ძვირფას გრძნობას საოცარი სიზუსტით გადმოსცემს. სიყვარული მართლაც რომ სამყაროს მამოძრავებელი ძალაა, ამიტომ ხშირად უნდა ვაგრძნობინოთ საყვარელ ადამიანებს, თუ როგორი ძვირფასები არიან ისინი ჩვენთვის. ხოლო თუ ამისთვის შესაბამის სიტყვებს ვერ პოულობთ, ჩვენ გაგახსენებთ ისეთ ფრაზებს, რომლებიც თქვენს სათქმელს, თქვენ ნაცვლად იტყვის.“ - ამბობს გორგიას წარმომადგენელი

ვალენტინობის დღესთან დაკავშირებული კამპანიის ფარგლებში, სტიკერებთან ერთად, გორგიაში მისულ მომხმარებლებს, 14 თებერვლის ჩათვლით, 50%-მდე ფასდაკლება დახვდებათ შერჩეულ პროდუქციაზე - და, რაც მთავარია, ისეთ ნივთებზე, რომლებიც საყვარელი ადამიანის გაბედნიერებაში დაგეხმარებათ.

R