ჩვეულებრივი პროდუქტები სპა პროცედურებისთვის - Gemrielia.ge

ჩვეულებრივი პროდუქტები სპა პროცედურებისთვის



ზღვის მარილი გამაახალგაზრდავებელი ეფექტით გამოირჩევა, ამცირებს ოფლიანობას, კანს ელასტიურობას ანიჭებს, ფრჩხილებს ამაგრებს. ცხელი წყლით სავსე აბაზანაში 1-2 მუჭა ზღვის მარილი ჩაყარეთ და კარგად გახსენით. ასეთი აბაზანის მიღება კვირაშო 2-ჯერაა რეკომენდებული.

სოდა არაჩვეულებრივი საშუალებაა მძიმე დღის ბოლოს მოსადუნებლად. სოდიანი აბაზანის შემდეგ კანი აბრეშუმივით რბილდება. ჩაყარეთ 200 გ საჭმელი სოდა ცხელ აბაზანაში და ჩაწექით 20 წუთი.

ინგლისური მარილი მაგნიუმის სულფატს შეიცავს, რომელიც კუნთებს ადუნებს და დაღლილობას ხსნის. ის ნატურალური ანტისეპტიკივით მოქმედებს და კანს ტენის შენარჩუნებაში ეხმარება. დაამატეთ 2 ჭიქა ინგლისური მარილი აბაზანაში და 20 წუთით ჩაწექით. ამ მომადუნებელი აბაზანის შემდეგ აუცილებლად მიიღეთ გრილი შხაპი.

რძე დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. ის კანის ელასტიურობას უზრუნველყოფს და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. აბაზანისთვის საჭიროა 1 ლ თბილი რძე.

თაფლი კანს შესანიშნავად ატენიანებს და არბილებს. გარდა ამისა, თაფლი ამშვიდებს გაღიზიანებულ, ნახეთქებიან კანს. სასარგებლო თაფლიანი აბაზანისთვის საჭიროა 2 -3 სუფრის კოვზი თაფლი თბილ წყალში გახსნათ და შემდეგ აბაზანაში ჩაასხათ. აბაზანის შემდეგ, კანი ტკბილიანი რომ არ დაგრჩეთ, თბილი შხაპი გადაივლეთ.

აბაზანაში შეგიძლიათ ეთერ-ზეთებიჩ გამოიყენოთ. მძიმე დღის ბოლოს სასარგებლოა ციტრუსის ეთერ-ზეთებიანი აბაზანა: ჩაასხით 9-10 წვეთი და ჩაწექით 15-20 წუთი.