ანტიოქსიდანტების ბუნებრივი წყარო, დაბალკალორიული, ვიტამინებისა და მინერალების მაღალ შემცველობა... - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი გვირჩევს, რატომ უნდა მივირთვათ ბრიუსელის კომბოსტო
ამ მინიატურული კომბოსტოს მსგავსი ბოსტნეულის სახელია ბრიუსელის კომბოსტო, რომელიც, ზომისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად დიდი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა. მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება და მსოფლიოში ბევრი ოჯახისთვის შეუცვლელი ინგრედიენტი ხდება.
მნიშვნელობა არ აქვს მეტი მწვანე ბოსტნეულის დამატება გსურთ რაციონში თუ უბრალოდ გემრიელი და სასარგებლო საკვების მიღება, ბრიუსელის კომბოსტო ნებისმიერ შემთხვევაში შესანიშნავი არჩევანია!
კვებითი ღირებულება
ერთი ჭიქა მზა პროდუქცი შეიცავს:
- 3 გრამ ცილას;
- 5 გრამ ბოჭკოს, რაც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის;
- ვიტამინების: C, K და ფოლატის მაღალ დონეს;
- მცირე რაოდენობით რკინას და მანგანუმს.
სასარგებლო თვისებები:
გულის სიჯანსაღის გაუმჯობესება: ვიტამინებისა და მინერალების მაღალ შემცველობას მასში შეუძლია გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკის შემცირება
სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლი: ბრიუსელის კომბოსტოს აქვს დაბალი გლიცერინის ინდექსი, რაც ნიშნავს, რომ ის ნელა შეიწოვება სისხლში, ეს კი ეხმარება შაქრის რაოდენობის დასტაბილურებას ორგანიზმში.
წონის კოტროლი: პროდუქტი დაბალკალორიული და მაღალბოჭკოვანია, შესაბამისად, კარგი არჩევანია ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის. ის ასევე ხელს აძლევს საჭმლის მომნელებელი სისტემის რეგულირებას.
იმუნური სისტემის გაუმჯობესება: ბრიუსელის კომბოსტო ანტიოქსიდანტების ბუნებრივი წყაროა, რის გამოც მას შეუძლია იმუნური სისტემის მოქმედების გაზრდა სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში.
უკეთესი ძვლოვანი სისტემა: ბრიუსელის კომბოსტო კალიუმის შესანიშნავი წყაროა, რომელიც აუცილბელია ძვლების ჯანმრთელობისთვის.
საინტერესო ფაქტები:
- მას სახელი დაერქვა ბელგიის ქალაქ ბრიუსელის შემდეგ, სადაც მოხდა მისი პირველადი კულტივაცია'
- ის წევრია ბოსტნეულთა ოჯახისა, რომელშიც შედიან: კომბოსტო, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო'
- მისი მოსავლის აღების საუკეთესო დრო ცივი თვეებია: ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით.
მაშასადამე, ბრიუსელის კომბოსტო მაღალი კვებითი ღირებულების მქონე ბოსტნეულია, რომელიც სხვადასხვა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. მისი მირთმევა შეგიძლიათ როგორც უმად, სალათებში, ასევე შემწვარი, მოხრაკული თუ გამომცხვარი სხვადასხვა სუპებთან ერთად ან გარნირად.
ავტორი: ირაკლი არაბული, სურსათის უვნებლობის სპეციალისტი