„წიწაკა ზედმეტი მომივიდა...“ - 5 მეთოდი, თუ როგორ გაანეიტრალოთ სიცხარე - Gemrielia.ge

„წიწაკა ზედმეტი მომივიდა...“ - 5 მეთოდი, თუ როგორ გაანეიტრალოთ სიცხარე

ყველა წიწაკა არ არის თანაბარი სიცხარის. ხანდახან მისი წინასწარ გასინჯვის შემდეგაც კი საკმაოდ რთულია სწორად გამოთვალო ის რაოდენობა, რომელიც კერძს უნდა დაემატოს. გარდა ამისა, მომზადების პროცესი ძირითადად შემოქმედებითი პროცესია და შთაგონების ფონზე, პროპორციებთან დაკავშირებით ყველას შეუძლია შეცდომა დაუშვას.

რა უნდა გააკეთოთ, თუ მომზადებულ კერძს ძალიან ბევრი წიწაკა დაუმატეთ? ნუ მიეცემით სასოწარკვეთას. წიწაკიანი საკვების გადარჩენა შესაძლებელია.

გთავაზობთ 5 გზას, რომელიც დაგეხმარებათ შეამციროთ პიკანტურობის ხარისხი და გადაარჩინოთ ლანჩი ან ვახშამი.

დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები:

თუ კერძი, რომელსაც ამზადებთ, არ არის საკმაოდ რთული, მაგალითად, სუპი, ბრინჯი ან ბოსტნეული, მაშინ უბრალოდ სცადეთ გაზარდოთ სხვა ინგრედიენტების რაოდენობა. თუ გაზქურაზე წიწაკიანი წვნიანი გაქვთ, დაამატეთ მეტი ბულიონი, ხოლო თუ ბრინჯი, მაშინ - ბრინჯი. მეტი დანარჩენი ინგრედიენტი დაგეხმარებათ გაანეიტრალოთ წიწაკის უძლიერესი გემო.

დაამატეთ შაქარი

შეგიძლიათ სცადოთ წიწაკის გემოს განეიტრალება პროდუქტით, რომელიც სრულიად საპირისპიროა მისი მოქმედებით - შაქარი. რა თქმა უნდა, ეს მეთოდი არ არის პანაცეა. თუ კერძს ბევრი წიწაკა აქვს, მაშინ ტკბილი პროდუქტი ნაკლებად სავარაუდოა რომ დაგეხმაროთ. თუმცა, კერძისთვის, რომელიც მოსალოდნელზე ოდნავ ცხარეა, საკმარისია ერთი ჩაის კოვზი შაქარი. ეფექტის გასაძლიერებლად, დაამატეთ კიდევ ერთი წვეთი ძმარი... გააგრძელეთ კითხვა