როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი - დეტოქსიკაციის საუკეთესო რეცეპტები - Gemrielia.ge

როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი - დეტოქსიკაციის საუკეთესო რეცეპტები


იმისათვის, რომ ორგანიზმიდან არასაჭირო და მავნე ნივთიერებები გამოვდევნოთ, რამდენიმე მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

 

1. ვაშლი და დარიჩინი
1 ვაშლი თხლად დაჭერით და 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით. დაამატეთ 1 ჩ.კ დაფქული დარიჩინი. გააციეთ და დალიეთ დღის განმავლობაში. ვაშლისა და დარიჩინის შეხამება ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაში დაგეხმარებათ და საჭმლის გადამამუშავებელ ტრაქტს გაწმენდს.

2. ლიმონის წვენი და თაფლი
2 ს.კ ახალგამოწურული ლიმონის წვენი შეურიეთ 200 მლ თბილ წყალს, დაამატეთ 1 ჩ.კ თაფლი და მწიკვი დაფქული ჯანჯაფილი. დალიეთ უზმოზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე. ეს სასმელი წმენდს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და ორგანიზმს ენერგიით ავსებს.

3. ჯანჯაფილის სასმელი.
3-4 სმ ჯანჯაფილის ნედლი ფესვი გათალეთ და წვრილად დაჭერით. დაასხით 1 ლ ცხელი წყალი, წამოადუღეთ და 10 წთ ხარშეთ. გადაწურეთ, გააგრილეთ, დაამატეთ მწიკვი დაფქული დარიჩინი და რამდენიმე სუფრის კოვზი ასკილის ნაყენი. მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში 100-150 მლ ჭამამდე 30 წუთით ადრე. ეს სასმელი აწესრიგებს საკვების მონელებას, პერისტალტიკას, აქვს მატონიზირებელი მოქმედება.

4. ჭარხლის წვენი
მოამზადეთ ახალგამოწურული წვენი 1 ჭარხლით, 2 ვაშლით და ნიახურის 4 ღეროთი. დალიეთ დილა- საღამოს, ჭამამდე ნახეავრი საათით ადრე.

5. ჯანმრთელობის კოქტეილი
მოამზადეთ ახალგამოწურული წვენი 1 ფორთოხლით, 1 ლიმონით და 1 სტაფილოთი. დაამატეთ 100 მლ მინერალური წყალი და დალიეთ უზმოზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე. ამ კოქტეილში დიდი რაოდენობით ვიტამინები და ანტიოქსიდანტები შედის, ამიტომ შესანიშნავი საშუალებაა ორგანიზმის ენერგიით ასავსებად.

6. კიტრი და ნიახური
ბლენდერში დააქუცმაცეთ 1 კიტრი და ნიახურის 1 ღერო 300 მლ მინერალურ წყალთან ერთად. ეს სასმელი არაჩვეულებრივია განტვირთვის დღისთვის.