გამოდგება თუ არა იოდირებული მარილი წათხისა და კონსერვებისთვის - Gemrielia.ge

გამოდგება თუ არა იოდირებული მარილი წათხისა და კონსერვებისთვის

ენდოკრინოლოგები მთავარი რჩევაა, ჩვეულებრივი მარილი იოდიზირებულით ჩავანაცვლოთ. თუმცა, სანამ უშუალოდ მარილზე გადავალთ, მცირეოდენი ინფორმაცია იოდის შესახებ:

იოდის დეფიციტი

იოდის დეფიციტი ენდოკრინული სისტემის დარღვევას იწვევს. პირველ დარტყმას კი ფარისებრი ჯირკვალი იღებს. სწორედ მასზე აისახება იოდის ნაკლებობა ყველაზე მწვავედ. ეს ეხება ძუძუთი კვების პერიოდს და ცხოვრების მომდევნო ეტაპებსაც.

საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ იოდის პრეპარატები მიიღოთ. ისინი განსაკუთრებით ესაჭიროებათ ბავშვებს ინტენსიური ზრდის დროს, ფეხმძიმე ქალებსა და მეძუძურ დედებს. თუმცა, ექიმის დანიშნულების გარეშე ამ პრეპარატების მიღება არ შეიძლება. ყველა დანარჩენმა კი რაციონი იოდიზირებული მარილით უნდა გაამდიდროს. მაგრამ ამ პროდუქტთან უამრავი მითი და გაურკვევლობა არსებობს.

იოდირებული მარილი

ჯანსაღი კვებისკენ მოწოდებული ადამიანები მნიშვნელოვნად ამცირებენ მარილის დოზას. თუ მარილის მოხმარება შევამცირეთ, როგორღა ვისარგებლებთ მასში შემავალი იოდით?

მარტივად აგიხსნით: მარილი უნდა მიიღოთ მცირე დოზით, მაგრამ რეგულარულად. ნუ შეიძენთ არაიოდირებულ მარილს და იოდი საკმარისი იქნება მცირე დოზის მიღების შემთხვევაშიც კი.

მითები იოდირებულ მარილზე

მითი: იოდირებული მარილის მოხმარება უნდა გააკონტროლოთ, რათა იოდი ზედმეტი არ მოგივიდეთ.

სიმართლეა: მოზრდილი ადამიანის იოდის დღეღამური ნორმა 150 მიკროგრამია, ფეხმძიმე ქალებს ის 250 მიკროგრამამდე ესაჭიროებათ. დოზას რომ გადააჭარბოთ, ყოველდღიურად 50 გრამი მარილი უნდა მიირთვათ, რაც შეუძლებელია.

მითი: იოდი ქრება გაცხელებისთანავე

სიმართლე: ძლიერი დუღილის დროს იოდის ნაწილი მართლაც ქრება, მაგრამ ნაწილი და არა სრულად. ეს საშუალოდ, 20-50 პროცენტია... გააგრძელეთ კითხვა