როდის შევაგროვოთ ფიჭვის გირჩი და რაში გამოვიყენოთ - რეცეპტები ხალხური მედიცინიდან - Gemrielia.ge

როდის შევაგროვოთ ფიჭვის გირჩი და რაში გამოვიყენოთ - რეცეპტები ხალხური მედიცინიდან

ფიჭვის გირჩის შემადგენლობაში შედის A და B1 ჯგუფის ვიტამინები. A ვიტამინის წყალობით, ტონუსში მოდის კუნთოვანი ქსოვილი, უმჯობესდება მხედველობა. თუ ადამიანის ორგანიზმში ამ ვიტამინის დეფიციტია, ხშირად ვითარდება ინფექციები და სხვადასხვა ანთებითი პროცესი. ფიჭვის გირჩები უზრუნველყოფენ შარდ-სასქესო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. აგრეთვე, გირჩების წყალობით, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.

წიწვოვან გირჩებში შემავალი 4 მინერალი:

  • ფოსფორი - სწორედ ის ახდენს ზემოქმედებას ნივთიერებათა ცვლაზე
  • მაგნიუმი - დადებითად მოქმედებს თავის ტვინის აქტივობაზე, კერძოდ, ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობით, ეს მინერალი იცავს იმუნურ სისტემას სხვადასხვა ინფექციის შეჭრისგან იცავს.
  • კალიუმი - ააქტიურებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს სასუნთქი ორგანოების მუშაობას. კალიუმი აუცილებელია სახსრებისა და გულისთვის.
  • კალციუმი - ამარაგებს ძვლოვან სისტემას, კუნთობან ბოჭკოებს ანიჭებს ელასტიურობას, აძლიერებს ორგანიზმს. ის ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.

girchi1-1678792076.jpg

რომელი დაავადებების დროს გამოიყენება ფიჭვის გირჩი?

(გამოიყენეთ ნაყენი, სიროფი, სამკურნალო ნახარში, რომელიც დამზადებულია ფიჭვის ნაყოფით)

  • ბრონქიტი
  • ძლიერი ხველა
  • პნევმონია (ფილტვების ანთება)
  • კუჭის წყლული
  • მკურნალობის გარეშე მიმდინარე გასტრიტი
  • სახსროვანი ქსოვილის ანთება

ისინი ერთდროულად მოახდენენ ანთებით საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელ, მატონიზებელ ეფექტს.

მწვანე გირჩების კომპლექსურ-თერაპევტული მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე:

  • ანტიმიკრობული
  • დამამშვიდებელი
  • გამწმენდი
  • ამოსახველებელი
  • ნაღველმდენი

girchi2-1678800649.jpg

როდის შევაგროვოთ ფიჭვის მწვანე გირჩები?

ფიჭვის ნაყოფების მომწიფების პერიოდი გრძელდება ორი წელი. ღეროზე გირჩები ჩნდებიან გაზაფხულის დასაწყისში და მთელი ზაფხულის განმავლობაში არიან მწვანე ფერის.

გირჩების შეგროვება უმჯობესია მაისში. უკიდურესი ვადა არის ივნისის ბოლო.

ისეთი გირჩები გამოგადგებათ, რომლებიც ცოტათი წებოვანია და ფისით არის დაფარული, ხოლო გარსის ამობურცული ნაწილი მაქსიმალურად მჭიდროა. როგორც ამბობენ, ყველაზე სასარგებლოა მაისში შეგროვებული გირჩები, თუნცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ სექტემბერში დაკრეფილი ნაყოფი ძალიან კარგია ორგანიზმისთვის ინსულტის შემდგომ პერიოდში.

ფიჭვის ახალგაზრდა, სასარგებლო გირჩების შეგროვება შეგიძლიათ ქალაქიდან დაშორებულ ტყის მასივებში. არ ღირს მსხვილ საწარმოებთან და საავტომობილო ტრასებთან ახლოს მდებარე ნაყოფების შეგროვება, ვინაიდან შეიძლება შეიცავდნენ მავნე ტოქსინებს.

ახალი გირჩები შეხებისას მაგარი უნდა იყოს, თუმცა დანით მარტივად იჭრებოდეს. მაგარი ნაყოფებისგან რეკომენდებულია სამკურნალო ნაყენის მომზადება. არ არის სასურველი მუქი და გახსნილი გირჩების გამოყენება. ისინი კარგავენ თავიანთ სამკურნალო თვისებებს.

girchi3-1678800702.jpg

ხალხური რეცეპტები

ფიჭვის მწვანე გირჩების გამოყენება არაერთი მიზნით შეგიძლიათ. სხეულის ეპიდერმისის გასაწმენდად შეიძლება სამკურნალო ნახარშის მომზადება, რომელშიც ამატებენ თაფლს. მიღებულ სასმელს სვამენ ორი კვირის განმავლობაში. თუ გირჩის ნახარში მომზადდება რძის საფუძველზე, მისი მიღება შეიძლება პნევმონიისა და ბრონქიტის დროს.

გირჩების სამკურნალო ნახარშის მომზადება:

აიღეთ 5ც ფიჭვის მწვანე გირჩი, გარეცხეთ, დაასხით 2 ჭიქა წყალი, აადუღეთ. შემდეგ 5წთ-ის განმავლობაში ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. ამ საოჯახო წამლის მიღება საჭიროა დილით, საუზმის შემდეგ – 50მლ.

სამკურნალო სიროფს გააჩნია ამოსახველებელი თვისება და ეხმარება ფილტვების ანთების დროს.

შეიძლება სამკურნალო სიროფის მომზადება, რომელსაც აქვს ამოსახველებლი თვისება და ეფექტურია ფილტვების ანთების დროს. ამისთვის გამოიყენება ფიჭვის მხოლოდ ახალგაზრდა გირჩები, რომლებსაც ჭრიან, ათავსებენ ქილაში და აყრიან შაქარს. მზა სიროფი ინახება მაცივარში. მიღების წესი – 1ჩკ 3-ჯერ დღეში. 1 კვირის შემდეგ ხველა აღარ შეგაწუხებთ.

ბრძოლა ინსულტისა და სახსრების პრობლემების წინააღმდეგ

ინსულტის პროფილაქტიკისთვის საჭიროა ნაყენის მომზადება 5 მწიფე გირჩისგან. კარგად გარეცხეთ, დაჭერით, შემდეგ კი დაასხით 1 ჭიქა სპირტი. ჭურჭელი მოათავსეთ ბნელ ადგილას 2 კვირით. ამასთანავე, რეკომენდებულია ნაყენის რეგულარული შენჯღრევა. წამალი მიიღება სადილის შემდეგ – 1ჩკ. მთლიანი სამკურნალო კურსის ხანგრძლივობა არის 6 თვე.

სახსრების გამაგრებისთვის და ტკივილებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ კიდევ ერთი სამკუნალო ნაყენი, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: სამლიტრიანი ქილა ნახევრამდე აავსეთ დაჭრილი გირჩებით. დაუმატეთ 400გ შაქარი და დაასხით გაცივებული ადუღებული წყალი. მზა წამალი მიიღეთ ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, 1 დიდი კოვზით.

ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა ნაყენის დალევა, რომელიც დამზადებულია მომწიფებული გირჩებითა და ვაშლის ძმრით. რეკომენდებულია ყოველ საღამოს ჩაის დალევა თაფლით და 1 კოვზი გირჩის ნაყენით. ამგვარად შეძლებთ თავი აარიდოთ უსიამოვნებებსა და დაავადებებს.

girchi4-1678800730.jpg

ფიჭვის გირჩების თაფლი და მურაბა

ფიჭვის ნაყოფის თაფლს მოახდენს იმუნომასტიმულირებელ მოქმედებას. ამისთვის, აიღეთ 80 ც ფიჭვის გირჩი, დაასხით 1ლ თბილი წყალი. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 20წთ. ამის შემდეგ ნარევი დააყოვნეთ 1 დღე-ღამე. შემდეგ დაუმატეთ 1კგ შაქარი და ხარშეთ დაახლოებით 1სთ შესქელებამდე. ამის შემდეგ დაუმატეთ 7 წვეთი ლიმონის წვენი. მიღებული თაფლი გადაიტანეთ მინის ქილებში და შეინახეთ ბნელ, ცივ ადგილას.

სასარგებლო ნუგბარი შეიძლება გახდეს გირჩების მურაბა, რომელიც იხარშება ჩვეულებრივ, ხოლო მიიღება – 1ჩკ ჩაისთან ერთად. ამგვარად შეძლებთ დასუსტებული იმუნიტეტის გაძლიერებას ვირუსებისა და ინფექციების პერიოდში.

girchi5-1678800758.jpg

უკუჩვენებები

მიუხედავად იმისა, რომ ფიჭვის ნაყოფი შეიცავს ვიტამინებს, მინერალებსა და სხვა ძალიან სასარგებლო მიკროელემენტებს, მათ აქვთ ზოგიერთი უკუჩვენება. მსგავსი ბუნებრივი კომპონენტებით მკურნალობისგან თავის შეკავებაა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:

  • ორსულობა;
  • ჰეპატიტი;
  • ხანდაზმული და ბავშვთა ასაკი;
  • არანამკურნალები წყლული.

ასევე არ ღირს ასეთი ნახარშების მიცემა 7 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს ინდივიდუალური აუტანლობა ფიჭვის ნაყოფების მიმართ.

თუკი ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოამზადებთ ფიჭვის გირჩებს, იგი არა მხოლოდ გაწმენდს და გაამაგრებს სისხლძარღვებს, არამედ დადებითად იმოქმედებს გულის კუნთზე, მოხსნის თავის ტკივილსა და ხველას, გააძლიერებს იმუნურ სისტემას. ასეთი ბუნებრივი სამკურნალო კომპონენტის დახმარებით შესაძლებელია ქრონიკული გასტრიტის დამარცხებაც კი. მთავარია დაიცვათ დოზირება და დააკვირდეთ თავს მკურნალობის კურსის პერიოდში.

მარიამ ჭყონია

წყარო