5 ხრიკი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ჯანსაღი კვება მარტივი და იაფია - Gemrielia.ge

5 ხრიკი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ჯანსაღი კვება მარტივი და იაფია

საჭირო არაა მთლიანად შეცვალოთ კვების ჩვევები, რათა თქვენი დიეტა უფრო ჯანსაღი გახადოთ. სცადეთ დაიწყოთ ამ ხრიკებით და თქვენი საყვარელი კერძები უფრო ჯანსაღი გახდება.

ზეთში შეწვის ნაცვლად გამოიყენეთ ცხობა

shemwvari-kartofili-1678963926.jpg

ზეთში შეწვა არ არის მომზადების ყველაზე სასარგებლო საშუალება, ეს ალბათ ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ზოგჯერ ძალიან გინდა წვნიანი კოტლეტი ან დაბრაწული ქათამი! სცადეთ თქვენი კერძების გამოცხობა შეწვის ნაცვლად. ასე თქვენ მნიშვნელოვნად შეამცირებთ გამოყენებული ზეთის რაოდენობას და დაზოგავთ დროს.

ჩაშუშვის ნაცვლად მოხარშეთ ორთქლზე

ortqlze-moxarshva-1678964185.jpg

ჩაშუშვა ასევე ითვლება მომზადების უფრო ჯანსაღ მეთოდად, ვიდრე შეწვა. მაგრამ მაინც, ტენიანობისა და ცხელი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედება ანადგურებს პროდუქტებში არსებულ სასარგებლო ნივთიერებებს. უმჯობესია ჩაშუშვა ჩაანაცვლოთ ორთქლზე მოხარშული კერძებით. თუ არ გაქვთ ორმაგი ქვაბი, შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური ჩასასმელი ქვაბისთვის.

ოდნავ მოხარშული ბოსტნეული

bostneuli-1678964257.jpg

რაც უფრო დიდხანს ვამზადებთ ბოსტნეულს, მით უფრო კარგავს სასარგებლო თვისებებს. მიუხედავად იმისა, რომ ამზადებთ წვნიანს ბოსტნეულით, ამზადებთ ბოსტნეულის ჩაშუშულს, თუ ომლეტისთვის ბულგარულ წიწაკას და პომიდორს შეწვავთ, სცადეთ ბოსტნეული ბოლომდე არ მოხარშოთ. პიურედ არ უნდა იქცეს, მაგრამ შეინარჩუნოს ფორმა და ნაწილობრივ სტრუქტურა. გაგიკვირდებათ, მაგრამ გემრიელიც გამოდის... გააგრძელეთ კითხვა