შეავსე კროსვორდი და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე iPhone 14-ით - Gemrielia.ge

შეავსე კროსვორდი და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე iPhone 14-ით

ალბათ, დაგვეთანხმები, რომ თბილისში ერთი პუნქტიდან დანიშნულების ადგილამდე მისვლას საკმაოდ დიდ დროს ვანდომებთ. ამის გამომწვევი მიზეზი ქალაქში გადატვირთული ქუჩები და საცობებია. ალბათ, იმაშიც დაგვეთანხმები, რომ საცობში ყოფნა ძალიან დამღლელი და მოსაწყენი პროცესია. ამიტომ, გორგიას გუნდმა გადაწყვიტა, თბილისის მოსახლეობისთვის ყოველდღიურობა უფრო სახალისო გადახოს.

„ბოლო დროს, დედაქალაქში ხშირად გვიწევს საცობში ყოფნა და, შესაბამისად, დღის დიდ ნაწილს სწორედ ტრანსპორტში ვატარებთ. მოგეხსენებათ, რომ ეს არც ისე სახალისო პროცესია და გარდა იმისა, რომ დიდ დროს გვაკარგინებს, ხასიათსაც გვიფუჭებს. სწორედ ეს გახდა ჩვენი ახალი კამპანიის შთაგონება: ვიფიქრეთ, თუ როგორ შეგვეძლო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის საცობში და, ზოგადად, გზაში გატარებული დრო უფრო პროდუქტიული და საინტერესო გაგვეხადა. მიგვაჩნია, რომ საკმაოდ სახალისო გზას მივაგენით“ - აცხადებენ გორგიაში

კამპანიის ფარგლებში, ყველას აქვს შესაძლებლობა, გადაუღოს ფოტო სამარშრუტო ტაქსს, რომლის უკანა მხარესაც განთავსებულია კროსვორდი. ქალაქის მასშტაბით 30-მდე სხვადასხვა ვიზუალის კროსვორდს შეხვდები რამდენიმე ასეულ სამარშრუტო ტაქსზე. ამ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, ამოიცნო მასზე გამოსახული პროდუქტი და სწორად შეავსო კროსვორდი. შევსებული ფოტო კი წესების დაცვით განათავსო გორგიას სოციალურ გვერდზე დადებული პოსტის კომენტარებში და მიიღო შანსი, დასაჩუქრდეთ iPhone 14-ით.

ასე რომ, თუ დანიშნულების ადგილამდე ხანგრძლივი გზა გელოდება ან მოულოდნელად საცობში ამოყავი თავი, ნუ მოიწყენ: გორგიას კროსვორდები შესაძლოა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სამარშრუტო ტაქსზე შეგხვდეს და იქნებ iPhone 14-საც იღებ საჩუქრად?

R