10 ეგზოტიკური პროდუქტი გურმანებისთვის - Gemrielia.ge

10 ეგზოტიკური პროდუქტი გურმანებისთვის

ცნება „გურმანი“ აქტიურად მე-19 საუკუნიდან არის ნახსენები და უცხო სიტყვათა ლექსიკონში განმარტებულია, როგორც გემრიელი საკვების მოყვარული ადამიანი. გურმანები მუდმივად ეძებენ დახვეწილ, საინტერესო და ეგზოტიკურ გემოებს.

ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ განსაკუთრებული არომატის ჩირეულსა და თხილეულს სთავაზობს მომხმარებლებს. ხოლო აღნიშული კატეგორიის პროდუქტები განსაკუთრებით ჯანსაღი და ძალიან გემრიელია. ასევე შეიცავს განსაკუთრებულ ვიტამინებსა და მიკრო ელემენტებს, რომელიც ჯანსაღი ცხიმებისა და მცენარეული პროტეინის საუკეთესო წყაროა.

ბუნებაში უამრავი სახეობის, გემოსა და ტექსტურის ჩირეული და თხილეული არსებობს, თუმცა დღეს წარმოდგენილია 10 ეგზოტიკურ პროდუქტი, რომლების არომატიც დაგემოვნებისთანავე გახდება გურმანების რჩეული.

txileuli-1679464896.jpg

1.პეკანი

პეკანი - გურმანებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა, რომელიც მათ ჩრდილოეთ ამერიკის მთებში ამოგზაურებს. პროდუქტი მაღალი ცხიმიანობით გამოირჩევა და კალორიულობით კარაქსაც კი უახლოვდება, თუმცა, მცენარეული შემადგენლობის გამო, გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ცხოველური ცხიმები.

2. მაკადამია

მაკადამია - კარაქისებრი ტექსტურის და ეგზოტიკური გემოს მქონე თხილეულია. ამბობენ, რომ ყველაზე ძვირადღირებული თხილია მსოფლიოში და დამსახურებულადაც უწოდებენ თხილეულის მეფეს. მაკადამია არის ძალიან კალორიული, რადგან შეიცავს ჯანსაღი ცხიმების დიდ რაოდენობას. მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, ომეგა 3-ით, მაგნეზიუმითა და ფოსფორით. მაღალი ცხიმების შემცველობის გამო იდეალური პროდუქტია კეტო დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის. შესაძლებელია როგორც პირდაპირ, სნექად მიღება, ასევე გამოიყენება საკონდიტრო მიმართულებით.

3. კასტანია

კასტანია - მერქანისებრი ტექსტურის და ტროპიკული გემოს მქონე თხილეულია. განსაკუთრებული გემოვნური თვისებებისა და არომატის გამო დაგემოვნებისთანავე გურმანების საყვარელ პროდუქტად იქცევა. მისგან ამზადებენ არომატულ დესერტებსა და კარაქებს, ასევე ძალიან გემრიელია პირდაპირ, სნექის სახით მიღებაც.

4. ქეშიუ

ქეშიუ - კრემისებრი ტექსტურის და პიკანტური გემოს მქონე თხილეულია. ამბობენ, რომ ბუნებრივად მოტკბო არომატი განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს პროდუქტს და გურმანებისათვის საუკეთესო თხილეულს წარმოადგენს. მაღალი ცხიმების შემცველობის გამო იდეალური პროდუქტია კეტო დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის. შესაძლებელია როგორც პირდაპირ, სნექად მიღება, ასევე საკონდიტრო მიმართულებით გამოყენება.

5. ფსტა

ფსტა - უხეში ტექსტურის და დელიკატური გემოს მქონე თხილეულია. პროდუქტში თავმოყრილია აზიური არომატები. ფსტას სხვა თხილეულთან შედარებით ნაკლები კალორიების და ცხიმების შემცველობა აქვს, თუმცა სავსეა ვიტამინებითა და მინერალებით. მისგან ამზადებენ სხვადასხვა სახის დესერტებს, ასევე ძალიან პოპულარულია პირდაპირ, სნექის სახით გამოყენებაც.

chirebi-1679465196.jpg

6. ვნების ჩირი

გამომშრალი მარაკუია - გურმანებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა, რომელიც მათ აღმოსავლეთ აზიის მთებში ამოგზაურებს. პროდუქტს გამოარჩევს ტკბილი გემო და ეგზოტიკური არომატი. გამოშრობის მიუხედავად, ვნების ჩირს შენარჩუნებული აქვს რბილი ტექსტურა და შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რის გამოც ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისებები.

7. გრეიფრუტის ჩირი

გამომშრალი გრეიფრუტი - გამოირჩევა მომწარო გემოთი და პიკანტური არომატით, რომელიც გასინჯვისთავანე ტოვებს განსხვავებულ შეგრძნებებს. C ვიტამინის მაღალი შემცველობა სასარგებლოს ხდის პროდუქტის მირთმევას პირდაპირ, სნექის სახით. ასევე საუკეთესო საშუალებაა სხვადასხვა კერძისთვის პიკანტური არომატის მისაცემად.

8. ქოქოსის ჩირი

გამომშრალი ქოქოსი - გამოირჩევა მსუბუქი გემოთი და ტროპიკული არომატით, რომელიც სასარგებლო და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტია. ჯანსაღი კვების მოყვარულებს თამამად შეუძლიათ დაამატონ ქოქოსის ჩირი სხვადასხვა საუზმის რეცეპტებში, რათა მიიღონ გამორჩეული, ტროპიკული არომატის კერძები.

9. მანგოს ჩირი

გამომშრალი მანგო - გამოირჩევა პიკანტური გემოთი და ეგზოტიკური არომატით, რომელიც გასინჯვისთანავე იპყრობს გურმანების გულს. რბილი ტექსტურა სასიამოვნოს ხდის პროდუქტის მირთმევას პირდაპირ, სნექის სახით. ასევე საუკეთესო საშუალებაა სხვადასხვა კერძისთვის ეგზოტიკური არომატის მისაცემად.

10. აგუაიმანტოს ჩირი

გამომშრალი აგუაიმანტო - გამოირჩევა მოტკბო გემოთი და დელიკატური არომატით, რომელიც ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტია. ექსპერიმენტული კვების მოყვარულებს თამამად შეუძლიათ დაამატონ აგუაიმანტოს ჩირი სხვადასხვა სადილის რეცეპტებში, რათა მიიღონ გამორჩეული, დელიკატური არომატის კერძები.

აღნიშნული ეგზოტიკური პროდუქტების მომარაგება შესაძლებელია ონლაინ მაღაზიიდან „ჩემი მარაგი“, რომელიც მომხმარებელს 250 - მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულსა და თხილეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებებთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.

R