პროდუქტები, რომელიც მადის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ - Gemrielia.ge

პროდუქტები, რომელიც მადის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ



• წყალი
სუფთა, სასმელ წყალში 0 კალორიაა. დიეტოლოგები ხშირად ურჩევენ პაციენტებს ჭამამდე 15-20 წუთით ადრე წყლის დალევას. სითხე კუჭს შეავსებს და შედარებით ნაკლებ საკვებს მიიღებთ. " როცა გშია - წყალი დალიე "- გონივრული ლოზუნგია. ზოგჯერ ორგანიზმი ურევს შიმშილისა და წყურვილის გრძნობას და არასწორ სიგნალებს გზავნის. ამიტომ, თუ გეჩვენებათ, რომ გშიათ, უბრალოდ წყალი დალიეთ. ეს ზედმეტი კალორიებისგან თავის არიდების კარგი საშუალებაა.

• ვაშლი
ეს ნაყოფი არა მხოლოდ სასარგებლო ვიტამინებს შეიცავს, არამედ უჯრედისს, რომელიც სწრაფად იწვევს დანაყრების შეგრძნებას. შესაბამისად იკლებს მადა. ვაშლი ძირითად კვებას შორის წასახემსებლად შესანიშნავი საშუალებაა, ტანაც დაბალკალორიული.

• სელის თესლი
სელის თესლი ცილის კარგი წყაროა, მდიდარია ცხიმმჟავებით, უჯრედისით. მისი დამატება შეგიძლიათ იოგურტში, ხაჭოში, ფაფებში. იყიდება შვრიისა და ჭვავის ფანტელები სელის თესლით - არაჩვეულებრივი ვარიანტი საუზმისთვის.

• სანელებლები
სანელებლები შეუცვლელია მათთვის, ვისაც ფორმაში ყოფნა სურს. განსაკუტრებით ეს ცხარე სანელებლებს ეხება. მათი გავლენით საკვები უფრო მკვეთრ გემოს იძენს, რის გამოც შედარებით ნაკლებს შეჭამთ. თანაც ცხარეს გავლენით ნივთიერებათა ცვლა ძლიერდება.

• ნუში
ნუში სასარგებლო ცხიმების წყაროა. 1 პატარა მუჭა ნუშიც კი დანაყრების შეგრძნებას იწვევს. სწორედ ამიტომ, წასახემსებლად იდეალურია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ნუში და ზოგადად თხილეული დანაყრების შეგრძნებას მომენტალურად არ იწვევს. ამიტომ მეტისმეტად ნუ გაგიტაცებთ: ჯერ ერთი, ძალიან კალორიულია, მეორეც დიდი რაოდენობით მიღება კუჭში სიმძიმის შეგრძნებას იწვევს და ძნელი გადასამუშავებელია.

• პარკოსნები
პარკოსნების (ლობიოს, ბარდის, ოსპის, მუხუდოს...) შემადგენლობაში შედის უჯრედისი და რთული ნახშირწყლები, რომლის გადამუშავება ორგანიზმისგან დიდ ენერგიას მოითხოვს. ეს ნივთიერებათა ცვლას ანელებს და დანაყრების შეგრძნება დიდხანს გრძელდება.