პრაქტიკული რჩევები მაცივრის სწორად მოვლისათვის
როგორ მოვუაროთ მაცივარს, რომ დიდხანს გვემსახუროს? მიუხედავად იმისა, რომ მაცივარი თითქმის ყველა ოჯახშია, აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ბევრმა არ იცის. მაცივრის სწორი მოვლა დაგეხმარებათ, ერთი მხრივ, რომ დიდი ხნის განმავლობაში იმუშაოს და მეორე მხრივ - მაცივარში შენახული საკვები სწრაფად არ გაფუჭდეს.
სტატიაში გირჩევთ, როგორ მოუაროთ მაცივარს, რათა მან გამართულად და დიდხანს იმუშაოს.
სწორი მდებარეობა
მაცივრის გამართულად მუშაობის ერთ-ერთი მთავარი წესი მისი მდებარეობაა. არ შეიძლება მაცივრის გამათბობლის ან გაზქურის გვერდით დადგმა, ასევე არ შეიძლება მაცივრის ისეთ ადგილზე მოთავსება, სადაც მზის პირდაპირი სხივები ხვდება. ამ შემთხვევაში მაცივარს მეტი დატვირთვით მოუწევს მუშაობა და ამავდროულად, დენის გაზრდილი გადასახადის გადახდაც მოგიწევთ. მისთვის შეარჩიეთ გრილი და მშრალი სივრცე, სადაც იატაკის ზედაპირი მაქსიმალურად სწორი იქნება. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაცივრის უკან დატოვოთ სივრცე და პირდაპირ კედელთან არ მიდგათ, რათა ჰაერმა იტრიალოს და მაცივარი არ გადახურდეს.
მოვლის წესები
მაცივრის მოვლის ერთ-ერთი მთავარი წესი მისი გაწმენდაა. საყინულის კედლებზე დაგროვებული ყინული მისი მუშაობის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს. ის წელიწადში მინიმუმ 1-2-ჯერ უნდა გაადნოთ, თუმცა, თუ ხედავთ, რომ მაცივრის კედლები ყინულის ნადებს უფრო ხშირად იკეთებს, მაშინ მისი უფრო ხშირად გადნობაა საჭირო.
ასევე საჭიროა, რომ მაცივარი თვეში ერთხელ სველი წესით დაასუფთაოთ. ასე თავიდან აირიდებთ საკვების უმცირესი ნაწილაკების დარჩენასა და გაფუჭებას. მაცივრის თაროზე დარჩენილმა უმცირესმა საკვებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სუნი, რომელიც სხვა საკვებზეც გადავა. გაითვალისწინეთ, მაცივრის თაროებისა და კედლების საწმენდად არ გამოიყენოთ ქიმიური საშუალებები.
მაცივარში უსიამოვნო სუნის გაჩენისგან საკვები სოდა დაგეხმარებათ. ზოგადად, სოდა კარგად შთანთქავს სუნს, ამიტომ მას ხშირად ინახავენ მაცივარში. სასურველია, 2-3 თვეში ერთხელ ახალი სოდა შედოთ.
ტემპერატურა
მაცივრის ტემპერატურა სეზონიდან გამომდინარე უნდა აკონტროლოთ. ზამთარში ის უფრო დაბალ ტემპერატურაზე უნდა დააყენოთ, ზაფხულში კი მაღლა აუწიოთ. მაცივრისთვის იდეალური ტემპერატურა +1+4 გრადუს შორის მერყეობს, საყინულეში კი დაახლოებით -18 გრადუსი უნდა იყოს.
საკვების განთავსება
მწარმოებლები მაცივრის თაროებს საკვები პროდუქტებისთვის სხვადასხვაგვარად ანაწილებენ. სასურველია მწარმოებლის მიერ დადგენილ ამ წესებს მიჰყვეთ და რეკომენდაციები დაიცვათ. მაგალითად, ხორცი შეინახეთ ხორცისთვის გათვლილ თაროზე.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მაცივრის თაროები მეტ-ნაკლებად სავსე იყოს. თუ კონკრეტულ მომენტში არ გაქვთ საჭირო რაოდენობის საკვები, რომელსაც მაცივარში შეინახავთ, თაროებზე წყლით სავსე ქილები დაალაგეთ.
ჰერმეტულობა
მაცივარში აუცილებლად უნდა იყოს დაცული ჰერმეტულობა. ამისთვის აუცილებელია, რომ პერიოდულად შეამოწმოთ კარზე დამაგრებული რეზინი. ის 2-3 თვეში ერთხელ საგულდაგულოდ უნდა გაწმინდოთ, რათა საკვების მცირე ნაწილაკები არ დაგროვდეს. სასურველია მის გასაწმენდად პატარა ჯაგრისი გამოიყენოთ.
აღნიშნული რეკომენდაციები დაგეხმარებათ მაცივარი დიდხანს გემსახუროთ. თუმცა პირველი წესი მისი სწორად შერჩევაა. მაცივრების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ „ალტაში“, სადაც თქვენი მოთხოვნებისა და სურვილების შესაბამის ტექნიკას შეარჩევთ, გარდა ამისა, განსაკუთრებული ფასდაკლებები და შეთავაზებები დაგხვდებათ.