თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები - Gemrielia.ge

თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ რჩევებს, რაც დაგეხმარებათ წელს საუკეთესო კიტრის მოსავალი მიიღოთ.

  • იმისათვის რომ დარწმუნებული იყოთ კიტრი ნამდვილად ამოვა, დათესეთ საღი თესლი, დიდი ზომის. ჩაალბეთ ნახევარ ჭიქა რძეში და მეორე დღეს დათესეთ. ასეთი კიტრი ამოდის ძალიან მალე, ფაქტობრივად 4-6 დღეში.
  • კიტრი ითესება საღამოობით კარგად გამთბარ მიწაში. არ უყვარს ქარი, ამიტომ შეარჩიეთ შეძლებისდაგვარად დაცული ადგილი, რომ ორპირ ქარში არ მოყვეს.
  • ძალიან უყვარს სითბო და მზის სხივები, ხშირი მორწყვა თბილი წყლით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კარგი მოსავლისა და იმისათვის, რომ კიტრი მწარე არ იყოს.
  • ბევრი წყლის დასხმა არ არის საჭირო.

kitri.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას... - ყველაფერი, რაც კიტრის შესახებ უნდა იცოდეთ

  • როცა კიტრს გაუჩნდება მესამე ფოთოლი (ნამდვილს ეძახიან), გამოიყენეთ ზრდის სტიმულატორი: 1 ლ თბილ რძეში გახსენით 100 გრ ცოცხალი საფუარი. გააჩერეთ სრულ გახსნამდე და ეს მასა გახსენით 10 ლ თბილ წყალში. მორწყვეთ კარგად კიტრი. თუ არ გაქვთ ცოცხალი საფუარი, გამოიყენეთ მშრალი 25 გრ. აუცილებლად აცადეთ გახსნა. ეს პროცედურა ჩაუტარეთ ზუსტად 1 თვეში განმეორებით.
  • კიტრებს შორის უნდა იყოს დაშორება 20-30 სმ.
  • როგორც კი უხვფოთლიანობა დაიწყება, არ დაგავიწყდეთ სუსტი ფოთლების მოშორება. უბრალოდ მიაჭერით (არ მოტეხოთ). თუკი შეამჩნიეთ, რომ ფოთლები იწყებს გაყვითლებას, 1 სკ ნატურალური თაფლი გახსენით 1 ლ თბილ წყალში და მიაშხურეთ ფოთლებს (თაფლი უნდა იყოს ნატურალური).
  • და ბოლოს: კიტრის მოსავალი რომ ბოლომდე და დიდხანს გაგყვეთ, კიტრი მოკრიფეთ ყოველდღე. ასე უხვმოსავლიანობა გაგყვებათ გრძელვადიანი პერსფექტივით.

ავტორი: თეა კვირკვია

წყარო: მე მიყვარს სოფელი