გადაუღე ფოტო შენს კერძს და გახდი გამარჯვებული - სააღდგომოდ „კრიალა“ ფოტოკონკურსს იწყებს - Gemrielia.ge

გადაუღე ფოტო შენს კერძს და გახდი გამარჯვებული - სააღდგომოდ „კრიალა“ ფოტოკონკურსს იწყებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაღალდის საწარმო „კრიალა“ ფოტოკონკურსს აცხადებს: მონაწილეებმა „ფეისბუქ“ პოსტის კომენტარებში უნდა ატვირთონ მათ მიერ მომზადებული კერძის ფოტო „კრიალას“ ხელსახოცების შეკვრასთან ერთად, მოიწონონ აღნიშნული პოსტი, ასევე, კომპანიის „ფეისბუქ“ გვერდი და ვისი ფოტოც ყველაზე მეტ რეაქციას დააგროვებს გამარჯვებული გახდება. მისი ვინაობა 17 აპრილს, 15:00 საათზე გამოცხადდება.

kriala1-1680330917.jpg

რაც შეეხება პრიზს, გამარჯვებულს გადაეცემა „კრიალას“ 200-ლარიანი ვაუჩერი, მისი კერძის რეცეპტი კი „კრიალა გურმანის“ შეფუთვაში 3 თვის ვადით განთავსდება. აღსანიშნავია, რომ „კრიალა გურმანის“ ხაზის ხელსახოცის გაყიდვები თვეში 100 000-ს აღწევს.

„კრიალა გურმანის“ ხელსახოცებში განთავსდება II და III ადგილზე გასულთა რეცეპტებიც, რაც შესაძლებლობას მისცემთ, თავიანთი კულინარიული გამოცდილება ათობით ათას ადამიანს გაუზიარონ.

kriala2-1680330950.jpg

კრიალა „გურმანის“ რეცეპტი

გამარჯვებულს ვაუჩერის გასანაღდებლად შეეძლება ესტუმროს ,,კრიალას’’ საწარმოს ან მეტი კომფორტისათვის სახლში მიეწოდება პროდუქცია.

ქაღალდის საწარმო „კრიალა“ 2013 წლიდან ოპერირებს და დღეისთვის ადგილობრივი წარმოების 25% უჭირავს. ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საწარმოა, რომლის საქმიანობის სფეროს ჰიგიენური ხელსახოცები წარმოადგენს. კომპანიის ბაზარზე გამოჩენიდან მალევე, მაღაზიების დახლებიდან თითქმის გაქრა რუსული წარმოების ჰიგიენური ქაღალდი და მისი ადგილი „ასფურცელამ“ და „ეკოფეიფერმა“ დაიკავა. აღნიშნული პროდუქცია თითქმის ყველა ქსელურ და არაქსელურ მარკეტშია წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით. მასზე არსებულ მაღალ მოთხოვნას კი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასი განაპირობებს.

kriala3-1680330994.png

„კრიალა“ წლიურად 4 მილიონზე მეტი ლარის პროდუქციას ყიდის და 100-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს. სამომავლოდ კი ბაზრის წილის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს.

კომპანიამ წლებია, თავის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გარემოზე ზრუნვა გამოაცხადა და შესაბამისი პროექტების განხორციელება. „კრიალა“ წლებია, თანამშრომლობს გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტ „მაკულიტერატურასთან“, რომლის მიზანია, მოსახლეობისგან ჩაიბაროს მაკულატურა, რომლისგანაც ახალი პროდუქცია დამზადდება. ასევე, „კრიალამ“ მაკულატურისთვის განკუთვნილი მწვანე ყუთები განათავსა იმ ორგანიზაციებში, რომლებმაც მიზნად დაისახეს გარემოზე ზემოქმედების შემცირება.

აღსანიშნავია, რომ „კრიალა“ სხვადასხვა დღესასწაულთან, მათ შორის აღდგომასთან დაკავშირებით სხვადასხვა თემატური დიზაინის პროდუქციას აწარმოებს. გამორჩეული დიზაინის ხელსახოცები წელსაც ხელმისაწვდომი იქნება.

R