როგორ მზადდება ბაბუაწვერას მურაბა? - შეკითხვა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
გემრიელიას ჯგუფში იკითხეს: როგორ მოვამზადო ბაბუაწვერას მურაბაო. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ძირითადად - ხუმრობები და როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ერთეულებმა იციან ბაბუაწვერას მურაბის შესახებ. ამიტომ გიზიარების მისი მომზადების რეცეპტს:
მაისის ბაბუაწვერას ნამდვილ მკურნალს უწოდებენ. მისგან ამზადებენ გემრიელ მურაბას, რომელიც აღადგენს ღვიძლის უჯრედებს და ასუფთავებს სისხლს.
რეცეპტი:
300-400 ცალ ბაბუაწვერას ყვითელ ყვავილს დაასხით იმდენი ცივი წყალი, რომ ყვავილები დაიფაროს. გააჩერეთ ერთ დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ ყვავილები ამოიღეთ, გაწურეთ და დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, შემოდგით ცეცხლზე და ადუღეთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ 1-2 კილოგრამი შაქარი, 1-2 დაჭრილი ლიმონი (შეიძლება კანიანად), 1-2 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა და კიდევ 5-7 წუთი ადუღეთ, ვიდრე თაფლისფერი არ გახდება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და მარლის მეშვეობით გადაწურეთ. მიღებული მასა 1-2 წუთით ისევ წამოადუღეთ. შემდეგ გადმოდგით და გააგრილეთ.
გამოყენების წესი იხილეთ აქ