თქვენი არჩევანი გათქვამს თქვენს ხასიათს - რომელ კვერცხს ირჩევ? - Gemrielia.ge

თქვენი არჩევანი გათქვამს თქვენს ხასიათს - რომელ კვერცხს ირჩევ?

ცოტა გამხიარულება არ გვაწყენს, მით უმეტეს, რომ ვიცი, როგორ გიყვართ ფსიქოლოგიური ტესტები.

აირჩიეთ ფოტოზე მოცემული სააღდგომო კვერცხებიდან ერთ-ერთი და გაიგეთ მეტი თქვენი თავის შესახებ.

#1

თუკი პირველი კვერცხი აირჩიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან პატიოსანი ადამიანი ხართ. მიჩვეული ხართ ყველაფრის კონტროლს როგორც საქმეში, ასევე პირად ურთიერთობებში. იშვიათად აჩენთ გრძნობებს და გამოხატავთ ემოციებს, რადგან ფიქრობთ, რომ მგრძნობიარობა სისუსტეა. ამიტომ არის, რომ საკმაოდ მცირე სოციალური წრე გაქვთ და საკუთარი გრძნობების შესახებ მხოლოდ ერთეულებთან საუბრობთ.

#2

მეორე კვერცხის არჩევა იმას მიუთითებს, რომ ტრადიციების მოყვარული და კონსერვატორი ხართ. ამის მიუხედავად, გსურთ დატოვოთ კომფორტის წონა და რაღაც ისეთი სცადოთ, რაც მანამდე არ გაგიკეთებიათ. აღსანიშნავია, რომ გამოირჩევით ლიდერობის თვისებებით, რომლებიც თავს იჩენს როგორც სახლში, ასევე სამსახურში. თქვენს აზრს ყოველთვის ისმენენ და ხშირად ითვალისწინებენ კიდეც.

#3

მესამე სააღდგომო კვერცხი არის იმის მაჩვენებელი, რომ ძალიან შემოქმედებითი ადამიანი ხართ, რომელსაც ვერ წარმოუდგენია თავისი ცხოვრება ხელოვნების გარეშე. კონცერტებზე, გამოფენებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე დასწრების მუდმივი მოთხოვნილება გაქვთ. ნამდვილად მიეკუთვნებით იმ ადამიანთა რიცხვს, ვისაც ხმაურიან წვეულებაზე წასვლას თეატრში სიარული ურჩევნიათ.

#4

ეს კვერცხი თქვენს მუდმივ მოგზაურობის სურვილს მოწმობს. ხშირად იღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს, მაგალითად, შეგიძლიათ უცებ გადაწყვიტოთ, ზურგჩანთა ჩაალაგოთ და საღამოს მთაში წახვიდეთ, დილით კი უკვე ახალ ადგილას იყოთ. რთული სათქმელია, როგორ, მაგრამ ფაქტია ახერხებთ, მუდმივად ახალ გამოცდილებას ეძებდეთ და თან სამუშაოსაც იდეალურად ართმევდეთ თავს.

#5

თუკი ეძებთ სამყაროში ყველაზე ცვალებადხასიათიან ადამიანს, ძებნა შეწყვიტეთ და სარკეში ჩაიხედეთ. ერთი პატარა ნაპერწკალი საკმარისია თქვენს ასანთებად. ის ადამიანი ხართ, ვისაც ძალიან უჭირს ემოციების შეკავება, ამიტომ საკმარისია ახლობლებმა მხოლოდ ერთხელ შემოგხედონ, უკვე გაიგებენ, რა ხასიათზე ხართ.

#6

თუკი ბოლო კვერცხი აირჩიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად ინტროვერტი ადამიანი ხართ, ვიდრე ექსტროვერტი. თქვენთვის წარმოუდგენელია დიდ და ხმაურიან კომპანიაში ყოფნა, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებში. უახლოეს ადამიანებთანაც კი გიჭირთ რაიმე ინტიმურის გაზიარება. ალბათ ამიტომ არის, რომ არ არსებობს ადამიანი, ვინც თქვენზე ყველაფერი იცის.