როგორ დავარბილოთ გამაგრებული ჩურჩხელა - 3 რჩევა - Gemrielia.ge

როგორ დავარბილოთ გამაგრებული ჩურჩხელა - 3 რჩევა

ზამთარი ჩურჩხელის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ნუგბარი სასარგებლოცაა, გემრიელიც და ტრადიციულიც. ოღონდ ერთი ნაკლი აქვს - დროთა განმავლობაში მაგრდება და შუა ზამთარში ზოგიერთი ისეთი გაქვავებულია, პრაქტიკულად, აღარ იჭმევა. როგორ დავალბოთ ჩურჩხელა და რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ჩურჩხელა რბილი რჩება, ზოგი კი ქვავდება?

მთავარი საიდუმლო იმ ბადაგშია, რისგანაც ჩურჩხელის ამოსავლები თათარა მზადდება. თუ ყურძნის წვენს, ანუ მომავალ ბადაგს, იმდენ ხანს ადუღებენ, რომ განახევრდეს, მისგან დამზადებული ჩურჩხელა არასოდეს გამაგრდება. მაგრამ საქმე ისაა, რომ ყურძნის წვენი განახევრებისთვის არ ემეტებათ, მითუმეტეს მათ, ვინც ამ ჩურჩხელების გაყიდვას აპირებს. ამიტომ წვენი წამოდუღდება თუ არა, აჩერებენ დუღილს, ასე უფრო მეტი ბადაგი გამოსდით და მეტი ჩურჩხელაც ამოევლება. უმეტესობას სწორედ ასეთი ჩურჩელების ყიდვა გვიწევს. ამიტომ ადრე თუ გვიან, მისი დალბობაც დაგჭირდებათ.ყველაზე ეფექტური ჩურჩხელის გათბობა-გაცხელებაა. შეაწყვეთ მიკროტალღურ ან ჩვეულებრივ აირღუმელში. გარედან რომ კარგად გაცხელდება, ის უკვე ბოლომდე დარბილებული იქნება. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დაიწვას და ბუშტულები არ გაიკეთოს - ამ დროს გემოც შეეცვლება. თუ ღუმელის გაცხელება არ გიღირთ ერთი ჩურჩხელის გამო, შეიძლება ფოლგაში ან კულინარულ ცელოფანში გაახვიოთ მჭიდროდ და ცხელ წყალში ჩადოთ. წყალი შიგნით ვერ შეაღწევს, სამაგიეროდ მალე გაათბობს მას.ახალ ამოვლებული ჩურჩელა რომ ძალიან არ გამაგრდეს, ჯერ მჭიდროდ გაახვიეთ სამზარეულოს წებოვან ცელოფანში და შემდეგ ტილოში. ასევე უკეთ ინახება ჩურჩხელა ხის სათავსოში.

სხვა რჩევებიი წაიკითხეთ აქ