დაუმატეთ პიტნა და... - 4 ხრიკი, რომელიც კარაქის გამოყენებას უფრო სასიამოვნოს გახდის - Gemrielia.ge

დაუმატეთ პიტნა და... - 4 ხრიკი, რომელიც კარაქის გამოყენებას უფრო სასიამოვნოს გახდის

იმისათვის, რომ კარაქით მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, მისი მოხმარების რამდენიმე ხრიკი უნდა იცოდეთ. დღეს გაგიზიარებთ 4 ხრიკს, რომელიც კარაქის გემრიელად გამოყენებაში დაგეხმარებათ.

1. დაუმატეთ პიტნა

იმისათვის, რომ მზა ხრაშუნა ნამცხვრები უფრო სურნელოვანი იყოს, საკმარისია კარაქს მხოლოდ ერთი ინგრედიენტი დაუმატოთ. პიტნა გარეცხეთ, მცირე ოდენობის წყალი აადუღეთ და პიტნა გადაიტანეთ, ხარშეთ 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ ფოთლები გადაიტანეთ ყინულიან წყალში. ბოლოს შეურიეთ კარაქს და გამოიყენეთ ფუნთუშებსა თუ ორცხობილებში.

karaqi_nALdMmS.jpg

2. სულ ცოტა არაყი

სენდვიჩებისთვის კარაქი იდეალური ბაზაა. თუ გინდათ, რომ უფრო არომატული სენდვიჩები მოამზადოთ, ერთი შეკვრა კარაქი 30-40 მლ არაყთან ერთად გათქვიფეთ. ეს მომწარე გემოს კარაქი უგემრიელესი ბაზა იქნება ხიზილალისა თუ თევზის სენდვიჩებისთვის.

karaqiani-puri-1682421080.jpg

3. სახეხი ფხვიერი ცომისთვის

ფხვიერი ცომისთვის დაქუცმაცებული კარაქი გვჭირდება. ნუ დაიღლით თავს დანით დაქუცმაცებით, საკმარისია სახეხი გამოიყენოთ. ფქვილიან თასში პირდაპირ ჩაახეხეთ გაყინული კარაქი და შემდეგ ცომი ხელით გააფხვიერეთ.

fxvieri-comi.jpg

4. შეწვით არომატისთვის

ფხვიერ ნამცხვრებს სასიამოვნო არომატი რომ შესძინოთ, ტაფაზე ან სქელძირიან ქვაბში კარაქი გააცხელეთ. გააჩერეთ 7-10 წუთი და გამუდმებით ურიეთ, რომ არ დაიწვას. შემდეგ გააგრილეთ და გამოიყენეთ ხრაშუნებში.