მარტში ხახვი 110.7%-ით გაძვირდა... რა გახდა ამის მიზეზი?
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მარტში ხახვი 110.7%-ით გაძვირდა.
ოფიციალური მონაცემები, რამდენად გაიზარდა ხახვზე ფასი აპრილში, არ გამოქვეყნებულა, თუმცა დახლებზე ხახვის ფასი საგრძნობლად გაიზარდა და საშუალოდ, 5-7 ლარს შეადგენს. აგრარულ ბაზრებში გაძვირების მთავარ მიზეზად შემცირებულ იმპორტს ასახელებენ.
მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველომ 2.7 მლნ აშშ დოლარის 7 220 ტონა ხახვი იყიდა, რაც თითქმის არ განსხვავდება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემისგან, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 2.4 მლნ აშშ დოლარის 7 744 ტონა პროდუქტი შემოვიდა. თუმცა 3-თვიან მაჩვენებელთან განსხვავებით, მკვეთრად არის შემცირებული იმპორტი მარტში. გასულ თვეში საქართველოში 347.9 ათასი აშშ დოლარის 919.7 ტონა ხახვი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ თვეში კი, 1.03 მლნ აშშ დოლარის 3 379 ტონა. შედეგად გამოდის, რომ რაოდენობრივად მარტში ხახვის იმპორტი თითქმის 73%-ით შემცირდა.
საიმპორტო ფასმა 2023 წლის მარტში 3.2 დოლარი შეადგინა, 2022 წელს კი, 2.6 დოლარი.
,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, სად იყიდა წელს საქართველომ პროდუქტი:
- რუსეთი - 1.6 მლნ აშშ დოლარის 4 249 ტონა
- აზერბაიჯანი - 703.6 ათასი აშშ დოლარის 1 869 ტონა
- თურქეთი - 336.6 ათასი აშშ დოლარის 882.6 ტონა
- ეგვიპტე - 74.5 აშშ დოლარის 216 ტონა
- ნიდერლანდები - 6.3 მლნ აშშ დოლარის 3.6 ტონა
წყარო: BPN.GE