"კრედიტი ავიღე და ამ სახლის რეაბილიტაცია დავიწყე... მოგვყავს მოსავალი, ნაწილს ოჯახისთვის მოვიხმართ" - ერთ დროს ცნობილი დიზაინერი მიწას შეეჭიდა: თათა ვარდანაშვილის საოჯახო მეურნეობა თელავში - Gemrielia.ge

"კრედიტი ავიღე და ამ სახლის რეაბილიტაცია დავიწყე... მოგვყავს მოსავალი, ნაწილს ოჯახისთვის მოვიხმართ" - ერთ დროს ცნობილი დიზაინერი მიწას შეეჭიდა: თათა ვარდანაშვილის საოჯახო მეურნეობა თელავში

თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ­სა და გაზ­რდილ თა­თას მე­ურ­ნე­ო­ბის კუ­თხით არც ისე მცი­რე გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ჰყავს თხე­ბი, უვ­ლის ვე­ნახს, აყე­ნებს ღვი­ნოს და უზო­მოდ უყ­ვარს მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი სო­ფე­ლი არ­თა­ნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მისი პაპა-ბე­ბი­ის იქ და­წყე­ბუ­ლი საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბაა...

ამას­თან, აქვს კი­დევ სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი, რა­ზეც ვრცლად მას­თან ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- არა მარ­ტო მე ვარ თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი, დე­დის მხრი­დან მე­ცხრე და მა­მის მხრი­დან მეშ­ვი­დე თა­ო­ბის თბი­ლი­სე­ლი ვარ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სო­ფელ­თან მჭიდ­რო კავ­ში­რი ყო­ველ­თვის გვქონ­და. არც მა­მის მხა­რე და არც დე­დის, თა­ვის წარ­მო­მავ­ლო­ბას არ კარ­გავ­დნენ. მუდ­მი­ვად ინარ­ჩუ­ნებ­დნენ მა­მა­პა­პი­სე­ულ კარ-მი­და­მოს და სო­ფელ­თან კავ­შირს. ამი­ტომ ზა­ფხულ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად ჯერ სა­გა­რე­ჯო­ში ჩავ­დი­ო­დით, სა­დაც დე­და­ჩე­მის დე­დას მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი კერა ჰქონ­და - უძ­ვე­ლე­სი რი­კუ­ლე­ბი­ა­ნი სახ­ლი. ბავ­შვო­ბა­ში იქ სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის ნა­ხე­ვარს ვა­ტა­რებ­დი.

15 წლის რომ ვი­ყა­ვი, მა­მამ თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში, თა­ვის სო­ფელ არ­თა­ნა­ში, სა­დაც პა­პას ძი­რძვე­ლი მიწა-წყა­ლია, ძვე­ლი სახ­ლი შე­ი­ძი­ნა. იქ სამ­კვიდ­რო მიწა გვაქვს. სახ­ლს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტა­რა. მალე ბე­ბი­ას (მა­მის დედა) მე­ო­თხე სტა­დი­ის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა, არა­ნა­ირ იმედს არ გვაძ­ლევ­დნენ, რომ გა­დარ­ჩე­ბო­და. 80-იანი წლე­ბი იყო და ექიმ ბე­ბი­ას ასე­ვე ექი­მებ­მა დარ­ჩე­ნი­ლი დრო­ის გა­ტა­რე­ბა, კრის­ტა­ლუ­რად სუფ­თა ჰა­ერ­ზე ურ­ჩი­ეს. მათი თქმით, რად­გან სამი დღის სი­ცო­ცხლე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, გა­და­წყვი­ტა, მა­მა­ჩემს სო­ფელ­ში, სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­და­ეყ­ვა­ნა. იქ პა­პას ნა­თე­სა­ვე­ბი ჰყავ­და. არ­თა­ნა მა­შინ საკ­მა­ოდ გა­მარ­თუ­ლი სო­ფე­ლი იყო, წყა­ლი ჰქონ­და და ნორ­მა­ლუ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი. მოკ­ლედ, 17 წლის რომ გავ­ხდი, იქ იყო უკვე გა­მარ­თუ­ლი სახ­ლი და ბე­ბი­ას ჰქონ­და კარ­გი მე­ურ­ნე­ო­ბა. ის გა­დარ­ჩა და იცო­ცხლა იმ­დენ ხანს, რომ დე­მეტ­რე გა­მაზ­რდე­ვი­ნა.

- არა­და ერთი კვი­რის სი­ცო­ცხლის გა­რან­ტია მის­ცეს, ხომ?

- კი, მოს­კო­ვის ონ­კო­ლო­გი­ის წამ­ყვან ცენ­ტრმა... მან ამ დი­აგ­ნო­ზი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 12 წელი იცო­ცხლა. მო­უ­ა­რა ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნილ მე­უღ­ლეს და ინ­სულ­ტით გარ­და­იც­ვა­ლა. 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გარ­და იმი­სა, რომ იქა­უ­რო­ბა ააყ­ვა­ვა, იქ გა­და­ი­ტა­ნა თა­ვი­სი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტიც. ავ­ბე­დი­თი 90-იანი წლე­ბი, შიმ­ში­ლის, გა­უ­საძ­ლი­სი ში­შის პე­რი­ო­დი მან გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა. სახ­ლი არ­თა­ნა­ში იყო ჩვე­ნი და მა­მი­დის ოჯა­ხე­ბის ერ­თა­დერ­თი თავ­შე­სა­ფა­რი. იმ პე­რი­ოდ­ში ასე გა­დარ­ჩა და ჩვენც გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა...

venaxi-1682675373.jpg

ჰყავ­და ფრინ­ვე­ლე­ბი, პი­რუ­ტყვი, ვე­ნა­ხი, რო­მელ­საც პა­პას­თან ერ­თად უვ­ლი­და. გვქონ­და ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი ღვი­ნო. ბე­ბია ტა­ნი­ნის­გან წიგნ­ში ამო­კი­თხულ მშრალ ნა­ყენს აკე­თებ­და, რო­მელ­საც უზ­მო­ზე იღებ­და, რომ ორ­გა­ნიზ­მში სი­თხის ბა­ლან­სი შე­ევ­სო. კიბო ფაქ­ტობ­რი­ვად, ასე და­ა­მარ­ცხა. ჩემი ორი­ვე ბე­ბია მა­მის და დე­დის დე­დე­ბი ბა­ღე­ლე­ბი იყ­ვნენ, ერ­თად სწავ­ლობ­დნენ „სა­მე­დი­ცი­ნო­ზე“, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ერ­თდრო­უ­ლად მო­უ­ვი­დათ გაწ­ვე­ვა ფრონ­ტი­დან და მო­წი­ნა­ვე ხაზ­ზე იყ­ვნენ. ერ­თდრო­უ­ლად და­ო­ჯახ­დნენ.... დედა და მამა ერთ დღეს არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი. რო­გო­რი სა­ო­ცა­რიც არ უნდა იყოს, ერთ ბე­ბი­ას მე­ო­რე ბე­ბია (მა­მის დე­დას დე­დის დედა) ხელ­ში ჩა­აკ­ვდა. იმა­საც სიმ­სივ­ნე ჰქონ­და. ქი­მი­ო­თე­რა­პია ჩა­უ­ტა­რეს და თა­ვის და­ა­ვა­დე­ბას­თან ისე გამ­კლა­ვე­ბა ვერ შეძ­ლო.

- ისე მა­მის დედა მა­ინც რო­გორ გა­უმკლავ­და ასეთ მძი­მე სენს?

- მან ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ყვე­ლა მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა­ზე, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ა­ზე და ნე­ბის­მი­ერ სხვა თე­რა­პი­ა­ზე უარი თქვა. რო­გორც ექიმ­მა, თა­ვი­სი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში უმ­კურ­ნა­ლა სა­კუ­თარ თავს, სუფ­თა ჰა­ე­რით და ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნით. და­ა­ნე­ბა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი წიგ­ნე­ბის კი­თხვას თავი და ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნას ჩა­უღ­რმავ­და.

ამ­დე­ნად, სახ­ლი არ­თა­ნა­ში ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ცოტა მი­ჭირს იქ კა­რის შე­ღე­ბა... მაგ­რამ მა­მის ავად­მყო­ფო­ბის ამ­ბა­ვი რომ შე­ვი­ტყვე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეკო­ნო­მი­უ­რად არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და, კრე­დი­ტი ავი­ღე და იმ სახ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და­ვი­წყე. თავს იმას ვერ ვპა­ტი­ობ, რომ მა­მის იქ გა­დაყ­ვა­ნა ვერ მო­ვას­წა­რი. მან სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის დროს დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო და სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა. დედა ექი­მი მყავს და მარ­ტო მე არ ვწყვეტ­დი მა­მის მკურ­ნა­ლო­ბის სა­კითხს, მის­თვის ისე რომ მემ­კურ­ნა­ლა, რო­გორც ეს ბე­ბი­ამ შეძ­ლო. ამი­ტომ მო­რა­ლუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ, რომ ვერ შევ­ძე­ლი სი­ცო­ცხლის ბოლო წლე­ბი მა­მას­თან ერ­თად არ­თა­ნას სახ­ლში გა­მე­ტა­რე­ბი­ნა.

ezo-1682675388.jpg

- ბე­ბი­ამ თა­ვის ცხოვ­რე­ბით პა­ტა­რებს მა­გა­ლი­თი მოგ­ცათ...

- ბე­ბია თბი­ლის­ში ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე 14 ნო­მერ­ში ძვე­ლი „მე­დი­კე­ბის სახ­ლში“ ცხოვ­რობ­და. ამას­თან ერ­თად, „მეტ­რომ­შე­ნის“ და­სახ­ლე­ბა­ში სა­ა­გა­რა­კედ კერ­ძო სახ­ლი ჰქონ­და, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ყი­დეს, მაგ­რამ იქაც სულ მუ­შა­ობ­და, მე­ურ­ნე­ო­ბას მის­დევ­და, ვე­უბ­ნე­ბო­დით, რა გინ­და, და­ის­ვე­ნე, იქ მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა არც დე­დას და არც მა­მას უნ­დო­და. სულ ამ­ბობ­და, მე ომი გა­მო­ვი­ა­რე და ვიცი, შიმ­ში­ლი რას ნიშ­ნავ­სო. სამ­სა­ხუ­რი­დან თა­ვი­სუ­ფალ დროს ბოს­ტანს ამუ­შა­ვებ­და, ჰყავ­და ქათ­მე­ბი. მე და ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლი შრო­მას ბავ­შვო­ბი­დან იქ მიგ­ვაჩ­ვია. ბე­ბი­ას ვეხ­მა­რე­ბო­დით. მე­ბა­ღე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით იქი­დან და­ი­წყო ჩემი პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა... გააგრძელეთ კითხვა