15 ხრიკი, რომელიც თქვენს ცხოვრებას 15-ჯერ უფრო მარტივს გახდის - Gemrielia.ge

15 ხრიკი, რომელიც თქვენს ცხოვრებას 15-ჯერ უფრო მარტივს გახდის

დღეს მოგიმზადეთ მარტივი, სასარგებლო რჩევები, რომლებიც არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ.

• თუ თითი გაიჭერით და საჭირო საშუალებები ხელთ არ გაქვთ, სისხლის შესაჩერებლად ჭრილობაზე შაქარი დაიყარეთ .

• ბინაში რემონტის შემდეგ ზეთიანი საღებავების სუნი სწრაფად გაზრება, თუ რამდენიმე ადგილას მარილიან თეფშებს დადგამთ.

• ავტომანქანის შუშა არ დაიორთქლება, თუ მარლაში გამოკრული ნოტიო მარილით გაწმენდთ.

saqare-mina-1683111541.jpeg

• არ გადაასხათ წყალი, რომელშიც ბოსტნეული მოხარშეთ. გააციეთ და ოთახის მცენარეებს დაუსხით.

• ქურიდან ჟანგი მოშორდება, თუ ცხელი ზეთით გაწმენდთ.

• სამზარეულოდან უსიამოვნო სუნი გაქრება, თუ გამხმარ ფორთოხლის ან ლიმონის კანს დაწვავთ.

• თუ კარტოფილს კანიანად ხარშავთ, რამდენიმე ადგილას ჩაჩხვლიტეთ - აღარ გადასკდება.

moxarshuli-kartofili-1683111716.jpg

• შემწვარი კარტოფილი პიკანტურ გემოს შეიძენს, თუ წვის დროს ცოტა მდოგვს დაამატებთ.

• შემწვარ ქათამს (იხვს, ბატს) კნაწუნა კანი რომ ჰქონდეს, წვის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მარილიანი წყალი გადაუსვით.

• თუ საფუვრიანი ცომი მეტისმეტად გაფუვდა, თქვენ კი ჯერ გამოცხობის დრო არ გაქვთ, მეტად რომ არ ამოფუვდეს, ჩაზილეთ და გადააფარეთ დასველებული, მაგრამ კარგად გაწურული ქაღალდი.

• თუ სოუსისთვის განკუთვნილ არაჟანს ცოტა რძეს დაამატებთ, გაცხელებისას აღარ აიჭრება.

arajnis-sousi-1683111917.jpg

• რძე აღარ გადმოგივათ, თუ ადუღებამდე ქვაბის კიდეებს ცხიმს მოუსვამთ.

• თევზის გაფხეკვა და ქერცლების გაცლა უმჯობესია წყლით სავსე ჭურჭელში ან ნიჟარაში. ასე ქერცლები აღარ მოიფანტება გარშემო და თევზიც ნაკლებად დაგისხლტებათ ხელიდან.

• ხორცი უფრო დარბილდება, თუ მის ნაჭრებს მაწონში, ძმარში, კეფირში ან ბურახში დაამარინადებთ.

• ღუმელში ხორცი რომ ლამაზად დაიბრაწოს მთელ ზედაპირზე წაუსვით ზეთი ან თაფლის თხელი ფენა